საზოგადოებაკულტურასაქართველო

65 წელი გოგი დოლიძის დაბადებიდან – უნიკალური კადრები საქართველოს პირველი არხის არქივიდან

გოგი დოლიძეს დღეს 65 წელი შეუსრულდებოდა. ცნობილი ქართველი მომღერალი, საქართველოს დამსახურებული არტისტი, საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატი გოგი დოლიძე 1954 წლის 5 სექტემბერს დაიბადა.

გოგი დოლიძე, ძირითადად, საესტრადო სიმღერების შემსრულებელი იყო. ამ ჟანრით გატაცება ხალხური სიმღერების მისეულ შესრულებაშიც აისახა და განსაკუთრებული ელფერი შესძინა მათ.

გარდაცვალების შემდეგ, 1999 წელს გოგი დოლიძე მეოცე საუკუნის საუკეთესო ქართველ მომღერალ მამაკაცად დაასახელეს. თბილისში, 24-ე სკოლის წინ, სადაც გოგი დოლიძე სწავლობდა, მისი ბიუსტი დაიდგა.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close