იტალიაკრიმინალისაზოგადოება

იტალიაში პოლიციამ 50 წლის უცხოელი მომვლელი ქალი დააკავა სასტიკი  მოპყრობისთვის

50 წლის მომვლელი ქალი (ბადანტე) შეყრაცხყოფას აყენებდა და სცემდა 87 წლის იტალიელ მოხუცს, რომლის მოვლაც ევალებოდა. პოლიციას მიმართა მსხვერპლის მეზობელმა, რომელიც რამდენჯერმე შეესწრო მომვლელი ქალის სასტიკ მოპყრობას. მოხუცი ქალის ვაჟიშვილსაც მოუწევს პასუხისგება არალეგალის დაქირავების გამო.

50 წლის მომვლელი ქალი, უკრაინის მოქალაქე, რომელიც არალეგალურად ცხოვრობდა და მუშაობდა იტალიაში, ფლოენციის პოლიციამ დააკავა იმის გამო, რომ, ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფი, იგი აბუჩად იგდებდა და სცემდა ინვალიდის სავარძელს მიჯაჭვულ 87 წლის ფლორენციელ ქალს, რომლის მოვლაც ევალებოდა.

ინციდენტი Viale Europa-ს რაიონში მდებარე ბინაში მოხდა. ამის თაობაზე გამოცემა ilgeornale.it იუწყება.

უკრაინელი მომვლელი ქალი მოხუცთან წელიწად-ნახევრის განმავლობაში მუშაობდა და ალკოჰოლთან ყოველთვის ჰქონდა პრობლემები. როგორც თავად მოხუცმაც უთხრა პოლიციას, სასტიკი მოპყრობის ეპიზოდები დროდადრო მეორდებოდა და ბოლო დროს გახშირდა.

მეზობლის თქმით, რომელმაც პოლიციაში დარეკა, მომვლელი ქალი ხშირად ლანძღავდა და შეურაცხყოფდა მოხუცს, თუმცა იგი არ ჩარეულა მანამ, სანამ გასულ პარასკევს მოხუცის ყვირილის და ტირილის ხმა არ  გაიგონა და ცემის ფაქტის უშუალო მოწმე არ გახდა: მან მოხუცის ბინის კარი დუბლიკატი გასაღებით გააღო, რომელიც მოხუცი ქალის ვაჟს ჰქონდა დატოვებული საგანგებო შემთხვევებისთვის.

საქმე აღძრულია, აგრეთვე, ფლორენციელი მოხუცის ვაჟიშვილზეც, რომელმაც დაიქირავა მომვლელი ქალი, რომელსაც იტალიაში ბინადრობის ნებართვა არ ჰქონდა.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close