მიგრაციასაზოგადოებასაბერძნეთი

საქართველოს საელჩო საბერძნეთში მცხოვრებ ქართველებს მიმართავს

საქართველოს საელჩო საბერძნეთში განცხადებას ავრცელებს. საგარეო უწყება საბერძნეთში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს მიმართავს.

„უკანასკნელ პერიოდში გახშირდა საბერძნეთში მოქმედი საეჭვო ინტერნეტ წყაროების საშუალებით საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირებული ინფორმაციის გავრცელების ფაქტები. ჩვენთვის სრულიად გასაგებია ქართული ემიგრაციის აღშფოთება და წუხილი მსგავსი სახის დეზინფორმაციული ცნობების მიმართ, ვინაიდან ისინი ემსახურებიან არა საქართველოს მოქალაქეების ინფორმირებას, არამედ საბერძნეთში მცხოვრები ქართველების ყურადღების მიპყრობას ე. წ. „სკანდალური“, სინამდვილეში კი ნეგატიური და რაც მთავარია, ცრუ შინაარსის ამბებით.

ამასთან დაკავშირებით გაცნობებთ, რომ საქართველოს საელჩო უწყვეტ რეჟიმში კავშირზეა საბერძნეთის სამართალდამცავ, სახანძრო, სამაშველო, სხვა შესაბამის სამსახურებთან, ასევე შესაბამის სამინისტროებთან და საბერძნეთის პოლიტიკურ ხელმძღვანელობასთან.

შესაბამისად, საელჩოს ოფიციალური ინტერნეტგვერდების მეშვეობით, თქვენ, ტრადიციულად, დროულად იქნებით ინფორმირებული საბერძნეთში განვითარებულ ყველა იმ მნიშვნელოვანი მოვლენის შესახებ, რომელიც საქართველოს მოქალაქეებსა და ჩვენს ქვეყანას შეიძლება უკავშირდებოდეს.

მოგიწოდებთ, ნუ შეუწყობთ ხელს დაინტერესებული წყაროების მიერ სხვადასხვა სახის დეზინფორმაციის გავრცელებას და გთხოვთ თვალი ადევნოთ საელჩოს მიერ მოწოდებულ ოფიციალურ და გადამოწმებულ ინფორმაციას“, – წერია განცხადებაში.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close