მოგზაურობამსოფლიოსაზოგადოება

ესპანეთში ავიაკატასტროფას 5 ადამიანი ემსხვერპლა

მალიორკაზე ვერტმფრენისა და მცირე ზომის თვითმფრინავის შეჯახებას ხუთი ადამიანი ემსხვერპლა.

შემთხვევა ტურისტული კუნძულის ჩრდილოეთ ნაწილში მოხდა. დაღუპულთაგან ერთ-ერთი არასრულწლოვანია. ესპანური მედიის ცნობით, ვერტმფრენში იმყოფებოდა წყვილი, რომელსაც თან ბავშვი ახლდა.

მომხდარის ადგილზე მობილიზებულია სამაშველო სამსახური. ინციდენტის თაობაზე ინფორმირებულია ადგილობრივი მთავრობაც.

ესპანური მედიის ცნობით, ვერტმფრენისა და თვითმფრინავის ნამსხვრევები ერთ-ერთ ფერმასთან ახლოს ჩამოცვივდა.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close