მოგზაურობასაზოგადოებასაბერძნეთი

სანტორინის მოსახლეობას ვირებზე ძალადობაში ადანაშაულებენ

ცხოველთა დამცველი ორგანიზაცია PETA ბერძნული კუნძულის, სანტორინის მოსახლეობასა და ადგილობრივ ხელისუფლებას ვირებზე ძალადობაში ადანაშაულებს. ინფორმაციას Deutsche Welle ავრცელებს. 

PETA-ში აცხადებენ, რომ გადაშენების პირას მყოფი ვირის სახეობებს კუნძულზე მძიმე ტვირთისა და ტურისტების ტრანსპორტირებისთვის იყენებენ.

ორგანიზაცია ადგილობრივ ხელისუფლებას იმის გამოც აკრიტიკებს, რომ შეწყვიტა სარეკლამო კამპანია – ავტობუსებსა და ტაქსებზე განთავსებული მოწოდება „ვირები ტურისტებისგან იტანჯებიან, გთხოვთ ვირზე არ შეჯდეთ“.

სანტორინის ხელისუფლებას საერთაშორისო კრიტიკისა და აქციების შემდეგ გასულ წელსაც მოუწია ზომების მიღება საბრალო ცხოველების დასაცავად, მათ შორის, აიკრძალა ვირის საშუალებით მძიმე ტვირთის გადატანა.

ამავე თემაზე: ჭარბწონიან ტურისტებს სანტორინზე ვირით გადაადგილება აუკრძალეს

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close