ისტორიაკულტურასაქართველო

ხმა მიეცით მუცოს!

მუცოს არქიტექტურული კომპლექსის რეაბილიტაციამ, როგორც წლის საუკეთესო საკონსერვაციო პროექტმა, კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობის სფეროში „ევროპა ნოსტრას“ ჯილდო მიიღო, რაც დიდი აღიარებაა.

ამჟამად მიმდინარეობს ხმის მიცემა ონლაინ, რომლის შედეგადაც გამოვლინდება პრიზის „საზოგადოების რჩეულის“ მფლობელიც. მუცოს მთავარი პრიზის მოსაპოვებლად თითოეული ჩვენგანის მხარდაჭერა სჭირდება!

ხმის მიცემა 15 სექტემბრის ჩათვლით გრძელდება. ნუ გადადებთ და დაუყოვნებლივ მიეცით ხმა მუცოს პროექტს, ეს მარტივი პროცედურა ორიოდე წუთს წაგართმევთ.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, ხმის მიცემა შესაძლებელია „ევროპა ნოსტრას“ ვებგვერდზე: https://vote.europanostra.org/

რაც შეეხება ხმის მიცემის პროცედურას:

ხმა უნდა მისცეთ სხვადასხვა ქვეყნიდან წარდგენილ 3 სხვადასხვა პროექტს;
პირველად ხმა მიეცით მუცოს პროექტს. ამ შემთხვევაში ის შეფასდება 3 ქულით. თქვენ მიერ შერჩეული მეორე პროექტი მიიღებს 2 ქულას, ხოლო მესამე – 1 ქულას;

სანამ არჩევანს დაადასტურებთ, სპეციალურ ველში შეავსეთ სათანადო მონაცემები.

ხმის მიცემისას შეგიძლიათ დატოვოთ კომენტარი თქვენი რჩეული პროექტის შესახებ.

ხმის მიცემის შემდეგ თქვენ მიერ მითითებულ ელ-ფოსტაზე მიიღებთ შეტყობინებას, რომელიც უნდა დაადასტუროთ (შეტყობინება შეამოწმეთ „სპამშიც“);

ხმის მიცემა შეგიძლიათ მხოლოდ ერთხელ.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close