საზოგადოებასაქართველო

18 წლის გოგონამ, რომელმაც რეზინის ტყვიის გამო თვალი დაკარგა, საავადმყოფო დატოვა (ვიდეო)

18 წლის მაკო გომურმა, რომელსაც 20 ივნისს პარლამენტის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციის დაშლისას რეზინის ტყვია თვალში მოხვდა, საავადმყოფო დატოვა.

გოგონას, რომლის თვალის გადარჩენაც ექიმებმა ვერ შეძლეს, საავადმყოფოდან გამოწერისას გულშემატკივრები და ოჯახის წევრები დახვდნენ. მეგობრებმა მას კნუტიც აჩუქეს. მაკოს დის თქმით, მას დიდი ხანია სურდა, კატა ჰყოლოდა.

გამოსვლისას მაკომ მადლობა გადაუხადა ექიმებს, რომლებიც მას მკურნალობდნენ.

ვიდეო:


თბილისში საპროტესტო აქციები 20 ივნისიდან ყოველდღიურად იმართება. 20 ივნისს აქციის დაშლისას ასობით ადამიანი დაშავდა, რამდენიმე მათგანის მდგომარეობა მძიმეა და ისინი კვლავ საავადმყოფოში რჩებიან. მაკოს გარდა აქციის სხვა მონაწილეებმაც დაკარგეს თვალი ან მხედველობა მოხვედრილი რეზინის ტყვიის გამო.

წყარო: radiotavisupleba.ge

ამავე თემაზე: 18 წლის გოგონა, რომელსაც რეზინის ტყვია თვალში მოხვდა, უბრალო გამვლელი იყ

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close