ქართველები უცხოეთშიხელოვნებაიტალიაკულტურასაქართველო

მეცო-სოპრანო ნინო სურგულაძე კამპანიას „გაატარე შენი ზაფხული საქართველოში“ იტალიიდან შეუერთდა

ქართველმა მეცო-სოპრანომ ნინო სურგულაძემ სიცილიის ქალაქ ტაორმინაში რიგით მეცხრე საერთაშორისო ლიტერატურის ფესტივალ „ტაობუკის“ საზეიმო გახსნის გალა კონცერტსა და დაჯილდოებაში მიიღო მონაწილეობა და დამსწრეები საქართველოში მოიწვია. იგი ფესტივალზე საპატიო სტუმრად მიწვეული ერთადერთი საოპერო მომღერალი იყო.

„საქართველო ულამაზესი და განსაკუთრებული ქვეყანაა, სადაც ყველას გულითადად გიმასპინძლებენ! რუსეთი ცდიილობს, როგორღაც უკვე მერამდენედ დააზიანოს ჩემი ქვეყანა, მაგრამ არ გამოუვა, რადგან ჩვენ ბევრჯერ ვუთხარით „არა!“ მკვლელ რუსეთს და პირადად პუტინს. მჯერა, რომ ახლაც გავიმარჯვებთ. გელით ყველას ჩემს სამშობლოში“, – მიმართა ნინო სურგულაძემ დამსწრე საზოგადოებას.

ფესტივალი ტაორმინის უძველეს და ულამაზეს ამფითეატრსა და სხვა ადგილებში ყოველწლიურად ტარდება. ერთი კვირის განმავლობაში ღონისძიებაში მონაწილეობენ ცნობილი, გამორჩეული მწერლები, საზოგადო მოღვაწეები, ნობელიანტები და პულიტცერის პრემიის ლაურეატები, „ოსკაროსნები“ და სხვა მსოფლიო ინტელექტუალური ელიტის წარმომადგენლები; ტარდება საჯარო ლექციები, წიგნის პრეზენტაციები, სპექტაკლები და კონცერტები და ამ ყველაფრის სანახავად ქალაქში მსოფლიოდან უამრავი ადამიანი ჩადის.

სოციალურ ქსელებში საქართველოს ტურიზმის მხარდამჭერი კამპანია „Spend Your Summer in Georgia“ (გაატარე შენი ზაფხული საქართველოში) მას შემდეგ დაიწყო, რაც რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა ბრძანებას მოაწერა ხელი, რომლის თანახმადაც, 8 ივლისიდან რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოში რუსეთის მოქალაქეების გადაყვანა ეკრძალებათ. ამასთან, [ვითომდა] უსაფრთხოების მიზნით, ტურისტულ ოპერატორებსა და სააგენტოებს რეკომენდაცია მისცეს, აკრძალვის პერიოდში საქართველოში ტურების დაგეგმვისგან თავი შეიკავონ. პუტინმა ხელისუფლებას დაავალა, რომ საქართველოში მყოფი რუსეთის მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნება უზრუნველყონ.

ჯგუფში “Spend Your Summer in Georgia” უკვე 43 ათასზე მეტი ადამიანია გაწევრიანებული.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close