იტალიაში 40 წლის ქართველი ქალი ტბაში დამხრჩვალი იპოვეს

19 მა­ისს ახალ­გაზ­რდა ქარ­თვე­ლი ქალი თა­მარ ნე­ფა­რი­ძე იტალიაში, ტრენტოს პროვინციაში, ტბში დამხრჩვალი იპოვეს. მან, სავარაუდოდ, თავი მოიკლა.

გარ­დაც­ვლილს რამ­დე­ნი­მე დღის წინ 40 წელი შე­უს­რულ­და. იგი სწო­რედ საკუთარი დაბადების დღის შემდეგ გაუჩინარდა და ახლობლები 2 დღის განმავლობაში ეძებდნენ.

„ბოლო პე­რი­ოდ­ში სულ ჩა­ი­კე­ტა, ვწერ­დი და პასუხს არ მცემდა, არავისთან არ უნდოდა საერთოდ კონტაქტი. სამი დღის წინ დაბადების დღე მივულოცე და პასუხი არ გამცა. მისმა ემიგრანტობამ გაანადგურა, ამას ჯავრობდა მხოლოდ, თვითონაც ვერ მიხვდა, როგორ დანევროზდა ამ წლების განმავლობაში უცხო მიწაზე… სხვა სადარდებელი მაგას არ ჰქონდა. ისეთი კარგი ოჯახიდანაა, მას და მის შვილს საოცრად კარგი დედაშვილობა და სიყვარული ჰქონდათ… ძალიან კარგი შვილი ჰყავს. მეც ემიგრანტი ვარ, ერთად ჩამოვედით 2014 წელს…“ – თქვა გარდაცვლილის მეგობარმა AMBEBI.GE-სთან სა­უ­ბარ­ში.

თამარ ნე­ფა­რი­ძე რუს­თა­ვი­დან იყო. იგი იტალიაში სამუშაოდ 5 წლის წინ წავიდა.

მისმა შვილმა ლაშა ჟორჟოლიანმა მედიასთან საუბარში თქვა, რომ დღეს მიფრინავს იტალიაში, ტრენტოში. რო­დის ჩა­მო­ას­ვე­ნე­ბენ გარ­დაც­ვლილს სამ­შობ­ლო­ში, ჯერ­ჯე­რო­ბით უც­ნო­ბია.

ტრენტოს პროვინციაში ტბაში დამხრჩვალი ქალის შესახებ იტალიური პრესაც წერს, თუმცა ვინაობას არ ასახელებს.

„დრამატულად დასრულდა 40 წლამდე ქალის ძებნა ვალსუგანაში (კომუნა ტრენტოს პროვინციაში, ტრენტო ალტო ადიჯეს რეგიონში – რედ.). იგი კალდონაცოს ტბაში დამხრჩვალი იპოვეს.

ნაშუადღევს ადამიანებმა ტბაში უცნაური საგანი შეამჩნიეს და პოლიცია გამოიძახეს. ადგილზე პოლიცია, მაშველები და სასწრაფო დახმარების ბრიგადა მივიდნენ, თუმცა ქალი უკვე გარდაცვლილი იყო.

ქალბატონი ვალსუგანაში წლების განმავლობაში ცხოვრობდა და მომვლელად (badante) მუშაობდა.

ქალბატონი რამდენიმე დღის წინ დაიკარგა და როგორც დინამიკა აჩვენებს, ეს სასოწარკვეთილი ქმედება იყო“, – წერს lavocedeltrentino.it

ნინო ხოშტარია

კომენტარები