ორი იტალიელი ავტოავარიაში დაიღუპა, როდესაც ფეისბუქით პირდაპირი ტრანსლაცია ჰქონდათ ჩართული – ვიდეო

ფოტოკოლაჟი: corriere.it
მოდენაში ორი ახალგაზრდა მამაკაცი დაიღუპა ჩქაროსნულ ავტომაგისტრალზე ჩრდილოეთ და სამხრეთ მოდენას შორის გუშინ ღამით, დაახლოებით ღამის პირველ საათზე. ისინი ტექნომუსიკის საღამოზე მიდიოდნენ საათში 220 კმ სიჩქარით და ამ დროს ფეისბუქში პირდაპირი ტრანსლაცია ჰქონდათ ჩართული სმარტფონით.

„ჩვენ მივდივართ როვიგოში, მეგობრებო, ჩვენი სიჩქარეა 200 კმ/სთ, ვნახოთ, სადამდე ავწევთ“, – ეს სიტყვები ისმის live ვიდეოში, რომელიც ფეისბუქში ერთ-ერთმა ახალგაზრდა მამაკაცმა ჩართო.

„გზა თავისუფალია, – ისმის შემდეგ, – წავიდა!.. ეს BMW მონსტრია, 220 კმ/სთ!..“

„Autogrill-ში ვჩერდებით? არა, როვიგოში ნარკოტიკი და სხვა დანარჩენი გველოდება“…

შემდეგ კი – კატასტროფა…

სანამ 30 წლის ნეაპოლელი ლუიჯი ვისკონტი და 36 წლის პადუელი ფაუსტო დალ მორო (ბოლო წლებში ორივე რეჯო ემილიაში ცხოვრობდა) პირდაპირ ტრანსლაციას აწარმოებდნენ ფეისბუქზე 220 კმ/სთ-ში სიჩქარით მოძრავი ავტომობილიდან, მანქანამ მართვა დაკარგა, სავალი ზოლიდან გადავიდა და ბორდიურს შეასკდა, შემდეგ კი ისევ გზის სავალი ნაწილის შუაში აღმოჩნდა… ამ ავიაკატასტროფის გამო Autostrada del Sole რამდენიმე საათით დაიკეტა.

პოლიცია და სასწრაფო დახმარების მანქანა შემთხვევის ადგილას სწრაფადვე მივიდნენ, თუმცა ექიმებმა ახალგაზრდა მამაკაცებს ვერაფერი უშველეს – ისინი უკვე გარდაცვლილები იყვნენ.

პოლიცია ავარიის დეტალებს სწავლობს.

მოიწონეთ და გააზიარეთ

ვიდეოს სანახავად გადადით ამ ბმულზე: http://www.polesine24.it/rovigo/2019/05/19/video/stiamo-andando-a-rovigo-poi-lo-schianto-il-terribile-video-su-fb-40763/

მსგავს თემაზე: თვითმკვლელობა პირდაპირ ეთერში – 41 წლის მუსიკოსი 34-ე სართულიდან გადახტა

კომენტარები