რას არ გაიგებ/ფაქტებიnewsკრიმინალი

თვითმკვლელობა პირდაპირ ეთერში – 41 წლის მუსიკოსი 34-ე სართულიდან გადახტა

RAZORBACK-ის 41 წლის დრამერმა ბრაიან ველასკომ ორშაბათს, 16 იანვარს ღამით ფეისბუქის პირდაპირი ტრანსლაციისას მოიკლა თავი: იგი თვითმკვლელობის წინ საკუთარ მშობლებს, მეგობრებსა და თაყვანისმცემლებს დაემშვიდობა და 34-ე სართულიდან გადახტა. გადახტომამდე მისი ბოლო სიტყვები იყო: „ახლა კი მივდივარ“. ინფორმაცია RAPPLER.COM-მა გაავრცელა.

შემთხვევა ფლიპინების დედაქალაქ მანილაში მოხდა. მუსიკოსის ცხედარი პოლიციამ 16 იანვარს გამთენიისას იპოვა.

ვიდეო, რომელიც სუიციდის წინ არის ჩაწერილი, სოციალური ქსელებიდან უკვე აიღეს და Youtube-ზეც დაიბლოკა.

rappler.com-ის ინფორმაციით, ბრაიან ველასკოს ოჯახმა პოლიციას სთხოვა, შეწყვიტონ მუსიკოსის სიკვდილის გამოძიება. 17 იანვარს მანილის პოლიციის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ოჯახმა უარი თქვა გამოძიებაზე და გვამის გაკვეთაზე, მათ უნდათ, რომ მუსიკოსის ცხედარი დაუყოვნებლივ სახლში გადაასვენონ.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close