მსოფლიოსამზარეულოიტალია

დღეს პიცის მსოფლიო დღეა

17 იანვარს მსოფლიო იტალიური სამზარეულოს ერთ-ერთი სიმბოლოს – პიცის დღეს აღნიშნავს. როგორც ცნობილია, 2017 წელს  ამ ტრადიციული იტალიური კერძის მომზადების ხელოვნება იუნესკომ მსოფლიო არამატერიალური მემკვიდრეობის ნუსხაში შეიტანა.

სახელგანთქმული „მარგარიტას“ სამშობლოში – კამპანიაში 9 ათასზე მეტი პიცერია მუშაობს, იტალიის პიცერიების თითქმის 12% სწორედ ამ რეგიონშია თავმოყრილი. იქ მთლიანობაში ყოველდღიურად 1,1 მილიონ პიცას აცხობენ. საერთო ჯამში კი იტალიელი პიცაილოები დღეში 8 მილიონამდე პიცას ამზადებენ და მომხმარებლებს უმასპინძლდებიან.

პიცის წარმატების ზუსტი ციფრები პირველად ეროვნულმა ასოციაცია CNA Agroalimentare-მ გამოაქვეყნა Infocamere-სა და Infoimprese-ს მონაცემებზე დაყრდნობით ჩატარებული საფუძვლიანი კვლევის შედეგად და ნეაპოლში საგამოფენო ცენტრ მოსტრა დ’ოლტრემარში  გამართულ გამოფენაზე  – Tutto Pizza-ზე წარადგინა.

ამ კვლევის სტატისტიკით, იტალიაში  126 887 კომპანია ყიდის პიცას, მათ შორის 76 357 არის პიცერია, როსტიცერია და რესტორანი, რომლებიც მომხმარებლებს ახალგამომცხვარი გემრიელი პიცით უმასპინძლდებიან.

იტალიაში პიცის საშუალო ფასი პიცერიის კლიენტისთვის 5-იდან 7 ევრომდეა, ამასთან, იტალიის პიცერიების მხოლოდ 4%-ში ღირს სტანდარტული ზომის პიცა 5 ევროზე ნაკლები და ისევ 4%-ში ღირს სტანდარტული ზომის პიცა 10 ევროზე მეტი.

აღსანიშნავია ისიც, რომ კვლევის შედეგების თანახმად, იტალიელთა 78,8% ტრადიციულ პიცას ანიჭებს უპირატესობას პიცერიაში სტუმრობისას, მხოლოდ 12,2% ირჩევს გურმანებისთვის დამზადებულ პიცის ვერსიებს.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close