მსოფლიოპოლიტიკა

რა ქონებას ფლობს უკრაინის ახალი პრეზიდენტი საქართველოში? – დეკლარაცია გამოქვეყნდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი საქართველოში სასტუმროს 5 ნომერს ფლობს,  – ამის შესახებ უკრაინის ანტიკორუფციული სააგენტოს მიერ დღეს, 20 მაისს გამოქვეყნებული ქონებრივი დეკლარაციიდან გახდა ცნობილი, რომელშიც ნაჩვენებია ვოლოდიმირ ზელენსკის და მისი მეუღლის, ელენა ზელენსკაიას ქონება და შემოსავლები 2018 წელს.

დეკლარაციიდან ირკვევა, რომ უკრაინის პრეზიდენტმა საქართველოში სასტუმროს ნომრები 2018 წელს შეიძინა. ობიექტები ჯერ დასრულებული არ არის.

უკრაინაში (კიევსა თუ სხვა ადგილებში) უძრავი ქონების გარდა, რომლებსაც ცოლ-ქმარი ზელენსკები ფლობენ, დეკლარაციაში შეტანილია, აგრეთვე, 91 კვ. მ ფართობის ბინა დიდ ბრიტანეთში და 413 კვ. მ საცხოვრებელი სახლი იტალიაში, რომელსაც, დოკუმენტის თანახმად, უცხოური ფირმა ფლობს.

გასულ წელს ძირითად სამუშაო ადგილზე („კვარტალი 95“) ზელენსკიმ დაახლოებით 4 მლნ გრივნა გამოიმუშავა; მის დეკლარაციაში, აგრეთვე, აღნიშნულია ერთი მილიონამდე გრივნის შემოსავალი სამეწარმეო საქმიანობიდან; აგრეთვე, 489 ათასი გრივნა მიიღო მან უძრავი ქონების გაქირავებიდან და 800 000 გრივნა – პროცენტები (ცნობისათვის, დღევანდელი კურსით, 100 გრივნა უდრის 3,79 აშშ დოლარს).

ნაღდი ფულის სახით უკრაინის ახალ პრეზიდენტს აქვს 190 ათასი დოლარი და 107 ათასი ევრო, ელენა ზელენსკაიას კი – 150 ათასი გრივნა.

საბანკო ანგარიშებზე ზელენსის უფიქსირდება 800 ათასი დოლარი, 100 ათასი ევრო და  1 მლნ გრივნა.

ზელენსკის მოუწოდებდნენ, რომ თავისი დეკლარაცია საარჩევნო კამპანიის დროს გამოექვეყნებინა, თუმცა ამაზე უარი განაცხადა და აი, მან ეს თავისი ინაუგურაციის დღეს გააკეთა.

დღეს, 20 მაისს უკრაინის ახალარჩეულმა პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოფიციალურად გადაიბარა ქვეყნის მართვის სადავეები – რამდენიმე საათის წინ დასრულდა მისი ინაუგურაცია. ზელენსკი უკრაინის მე-6 პრეზიდენტი გახდა.

ნიკო აბაშიშვილი

თუ მოგეწონათ სტატია, მოიწონეთ და გააზიარეთ 

მსგავს თემაზე: ვის მისცეს ხმა საქართველოში მცხოვრებმა უკრაინის მოქალაქეებმა არჩევნებში?

პოროშენკომ დამარცხება აღიარა – მილიონერს „კლოუნი“ ცვლის

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close