მოგზაურობასაზოგადოებაnewsსაბერძნეთი

„ფეისბუქის მამა“ – მარკ ცუკერბერგი ათენის აკროპოლისზე

FACEBOOK-ის დამაარსებელმა, მილიარდერმა მარკ ცუკერბერგმა და მისმა მეუღლემ პრისცილა ჩანმა თავიანთი ქორწინების მე-7 წლისთავის აღნიშვნა საბერძნეთში გადაწყვიტეს და აკროპოლისიც მოინახულეს.

ცუკერბერგმა პრისცილასთან ერთად აკროპოლისზე გადაღებული ფოტო ფეისბუქში განათავსა წარწერით: „ბედნიერი ქორწინების მე-7 წლისთავის აღნიშვნა სიბრძნის ქალღმერთის ტაძარში“.

შეგახსენებთ, რომ ჩინური წარმოშობის ამერიკელი პედიატრი და ფილანთროპი პრისცილა ჩანი მომავალმა მილიარდერმა ჰარვარდში სწავლისას, ჯერ კიდევ მეორე კურსზე გაიცნო. მან მხოლოდ 2010 წელს შესთავაზა თავის მომავალ ცოლს მასთან პალო ალტოში გადასვლა. ახალგაზრდა ქალი დათანხმდა და 2012 წლის 19 მაისს ისინი შეუღლდნენ.

სხვათა შორის, მარკი რამდენიმე დღის წინ, 14 მაისს 35 წლის გახდა. იგი 26 წლის იყო, როდესაც „ფორბსმა“ მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერად გამოაცხადა (2010 წელს მისი ქონება 4 მილიარდ დოლარად შეფასდა). ჟურნალ „ფორბსის“ 2019 წლის შეფასებით კი, მარკ ცუკერბერგის ქონება 68,9 მილიარდი დოლარია.

2011 წელს მარკ ცუკერბერგი პლანეტის ყველაზე გავლენიან ებრაელად აღიარეს და ამ „ტიტულს“ იგი დღემდე ინარჩუნებს.

ნიკო აბაშიშვილი

თუ მოგეწონათ სტატია, მოიწონეთ და გააზიარეთ 

მსგავს თემაზე: „უკვე დროა, ფეისბუქი დაიშალოს“

FACEBOOK-ს ორი წამყვანი მენეჯერი ტოვებს, კომპანია შესაძლოა 4 ფირმად დაიშალოს

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close