„უკვე დროა, ფეისბუქი დაიშალოს“

FACEBOOK-ის თანადამფუძნებელმა ქრის ჰიუზმა (CHRISTOPHER HUGHES) განაცხადა, რომ უკვე დროა, ფეისბუქი დაიშალოს, რადგან ერთი ადამიანის ხელში ზედმეტად დიდი ძალაუფლებაა თავმოყრილი. ამის თაობაზე მან NEW YORK TIMES-ში გამოქვეყნებულ სტატიაში აღნიშნა. 

„მარკის გავლენა გამაოგნებელია და ის ბევრად სცდება არა მარტო კერძო სექტორის, არამედ ხელისუფლების წარმომადგენელი ნებისმიერი ადამიანის გავლენასაც კი. იგი სამ უდიდეს საკომუნიკაციო პლატფორმას აკონტროლებს – Facebook-ს, Instagram-სა და WhatsApp-ს, რომლებსაც ყოველდღიურად მილიარდობით ადამიანი იყენებს. Facebook-ის საბჭოს წევრები უფრო მრჩევლების როლში გამოდიან, ვიდრე მაკონტროლებლების, რადგან გადაწყვეტილების უპირასტესობა ცუკერბერგს აქვს, რომელიც ხმის მიცემის უფლების 60%-იან პაკეტს ფლობს“,- წერს ქრის ჰიუზი სტატიაში. ამასთან, ცუკერბერგს პირადად შეუძლია შეცვალის ფეისბუქის ალგორითმები და პრივატულობის პარამეტრები.

Facebook-ის თანადამფუძნებელი, აგრეთვე, ამბობს, რომ იგი იმედგაცრუებულია საკუთარი თავითაც და Facebook-ის თავდაპირველი გუნდითაც, რადგან მათ ვერ შეძლეს წინასწარ იმის განსაზღვრა, თუ როგორ იმოქმედებდა სოციალური ქსელი არჩევნების შედეგებზე და როგორ გააძლიერებდა ნაციონალისტ ლიდერებს.

თუ მოგეწონათ სტატია, მოიწონეთ და გააზიარეთ 

მსგავს თემაზე: FACEBOOK-ს ორი წამყვანი მენეჯერი ტოვებს, კომპანია შესაძლოა 4 ფირმად დაიშალოს

კომენტარები