FACEBOOK-ს ორი წამყვანი მენეჯერი ტოვებს, კომპანია შესაძლოა 4 ფირმად დაიშალოს

მარცხნიდან - Chris Cox და Chris Daniels; Getty Images-ის ფოტო
FACEBOOK-ის დამფუძნებლის, მარკ ცუკერბერგის განცხადებით, ფეისბუქის პროდუქტების განვითარების ოფიცერი კრის კოქსი და WHATSAPP-ის ხელმძღვანელი კრის დენიელსი თანამდებობას ტოვებენ. ამის შესახებ BBC წერს.

კრის კოქსმა Facebook-ში მუშაობა 2005 წელს დაიწყო, კომპანიის დაარსებიდან (2004 წლის 4 თებერვალი) ერთი წლის შემდეგ, 2006 წელს კი მას კრის დენიელსი შეუერთდა, რომელიც WhatsApp-ს ჩაუდგა სათავეში.

რამდენიმე დღის წინ მარკ ცუკერბერგის სამივე პლატფორმას – Facebook-ს, WhatsApp-ს და Instagram-ს მასშტაბური შეფერხებები ჰქონდა, Facebook-ის მომხმარებლები თავის გვერდზე შესვლას 8 საათის განმავლობაში ვერ ახერხებდნენ. გუშინდლიდან შეფერხებები გამოსწორდა და მომხმარებლებმაც შვებით ამოისუნთქეს, თუმცა, როგორც ჩანს, 2019 წელს მარკ ცუკერბერგის კომპანიაში სერიოზული ცვლილებები მოხდება.

Facebook- შესაძლოა 4 ფირმად დაიშალოს

მთელ მსოფლიოში დღეს ბევრი მიიჩნევს, რომ კომპანია Facebook-ი ძალიან დიდი და ძლევამოსილი გახდა.

იმის გათვალისწინებით, რომ პლატფორმები WhatsApp-ი და Instagram-ი ასევე Facebook-ის საკუთრებაა, მას რეალური კონკურენტი არ ჰყავს, თუმცა კონკურენტი თუ გამოუჩნდა, კომპანიას მისი შეძენა არ გაუჭირდება.

საინფორმაციო საშუალებების ცნობით, Facebook-ი, სავარაუდოდ, კომპანიის უფრო პატარა ფირმებად დაშლისთვის ემზადება, ანტიმონოპოლიური კანონმდებლობის შესაბამისად და ამისთვის ექსპერტებს ქირაობს. საინიციატივო ჯგუფ Freedom from Facebook-ის („ფეისბუკისგან თავისუფლება“) რეკომენდაციაა, კომპანია ოთხ ცალკეულ ფირმად დაიშალოს. ესენია: Facebook, WhatsApp, Instagram და Facebook Messenger. გარდა ამისა, საინიციატივო ჯგუფი კომპანიას მომხმარებლების თანხმობის შემთხვევაში სხვადასხვა ქსელში პირადი ინფორმაციის გადატანის გაიოლების გზასაც სთავაზობს.

ვრცელი სტატია იმის შესახებ, თუ რა ელის Facebook-ს 2019 წელს, შეგიძლიათ ამ  ბმულზე  წაიკითხოთ.

კომენტარები