რა ეღირება ავიაბილეთები თბილისიდან თესალონიკის და კრეტის მიმართულებით?

მიმდინარე წლის მაისიდან განახლდება სეზონური რეისების შესრულება თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან თესალონიკისა და კუნძულ კრეტის მიმართულებით, – ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს აეროპორტების გაერთიანება“ ავრცელებს. ეს გადაწყვეტილება მიღებულია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანებასა“ და ბერძნულ ავიაკომპანია ELLINAIR-ს შორის მოლაპარაკებების წარმატებით დასრულების შედეგად.

იმავე წყაროს ინფორმაციით, თბილისი-თესალონიკი-თბილისის მიმართულებით ფრენა BOEING 737 – 30 ტიპის თვითმფრინავებით ყოველ სამშაბათს (კვირაში ერთხელ) შესრულდება 21 მაისიდან 17 სექტემბრამდე პერიოდში. ბილეთის ღირებულება ერთი მიმართულებით 305 ლარიდან დაიწყება.

17 ივნისიდან დაინიშნება რეისები თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან კუნძულ კრეტაზე (ჰერაკლიონის მიმართულებით). ფრენა 10 დღეში ერთხელ შესრულდება Airbus A320 ტიპის თვითმფრინავით (17 ივნისიდან 30 სექტემბრამდე პერიოდში). ბილეთის ფასი ერთი მიმართულებით 465 ლარიდან დაიწყება.

ბილეთის ღირებულებაში შედის 20 კგ ბარგი, 8 კგ ხელბარგი და კვება ბორტზე.

„საქართველოს მოქალაქეებში საბერძნეთი ერთ-ერთი პოპულარული მიმართულებაა. თბილისიდან ათენის მიმართულებით ფრენებს ბერძნული ავიაკომპანია Aegean Airlines ასრულებს. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან კი პირდაპირი რეგულარული რეისები საბერძნეთის მიმართულებით ათენსა და თესალონიკში სრულდება. აგვისტოდან საბერძნეთის დედაქალაქის მიმართულებით ფრენის სიხშირე გაიზრდება და ათენში მოხვედრა ქუთაისიდან უკვე კვირაში სამჯერ – სამშაბათს, ხუთშაბათსა და შაბათს იქნება შესაძლებელი“, – ნათქვამია „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ნინო ხოშტარია

მსგავს თემაზე: რა ღირს ბილეთი „ვიზეარის“ ახალ ევროპულ მიმართულებებზე ქუთაისიდან

საქართველოსა და აშშ-ს შორის პირდაპირი რეისით ფრენა ახლო მომავალში დაიწყება

აპლიკაცია უვიზო მიმოსვლის წესების შესახებ – SCHENGEN/EU APP

კომენტარები