მსოფლიოპოლიტიკარას არ გაიგებ/ფაქტები

არჩევნებში ხმის მიცემისას პარტია შეეშალა და თითი მოიჭრა

ინდოეთში ამომრჩეველმა თითი მოიჭრა მას შემდეგ, რაც გააცნობიერა, რომ არჩევნებში შეცდომით სხვა პოლიტიკური პარტია შემოხაზა. ამ ფაქტზე „ბიბისი“ წერს.

როგორც სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში ინდოელი ამომრჩეველი პავან კუმარი განმარტავს, იგი აპირებდა რეგიონული პარტიისთვის მიეცა ხმა და შეცდომით მმართველი „ინდოეთის სახალხო პარტია“ (BJP) შემოხაზა.

„სპილოსთვის მინდოდა მიმეცა ხმა, თუმცა შეცდომით ყვავილს მივეცი“, – თქვა კუმარმა.

საქმე ის არის, რომ ინდოეთში თითოეულ პარტიას თავისი სიმბოლო აქვს, რადგან წერა-კითხვის უცოდინარობის დონე საკმაოდ მაღალია და ადამიანები ამ სიმბოლოებით უფრო ადვილად არჩევენ მათთვის სასურველ პარტიას. მმართველი „ინდოეთის სახალხო პარტიის“ სიმბოლო ლოტოსის ყვავილია, სპილო კი რეგიონული პარტიის, BSP-ს სიმბოლოა, რომელიც არჩევნებში ორ სხვა რეგიონულ პარტიასთან არის გაერთიანებული მმართველი ძალის წინააღმდეგ.

ინდოეთში საპარლამენტო არჩევნები შვიდ ეტაპად მიმდინარეობს. ხმის მიცემის პროცედურა 11 აპრილს დაიწყო 19 მაისს დასრულდება, საბოლოო შედეგი კი 23 მაისს გახდება ცნობილი. ქვეყანაში 900 მილიონი ამომრჩეველია რეგისტრირებული, რაც ამ არჩევნებს ყველაზე მრავალრიცხოვანს ხდის მსოფლიოში.

პავან კუმარმა ხმა ინდოეთის ჩრდილოეთით მდებარე უტარ პრადეშის შტატის ქალაქ ბულანდშარში მისცა ხმა.

წყარო: bbc.com

ასევე დაგაინტერესებთ: 18 წელი აეროპორტის „ტყვეობაში“

გამოთვალეთ თქვენი „წონასწორობის რიცხვი“

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close