იტალიასაზოგადოება

იტალიაში ორი 20 წლის სტუდენტი 13,5 მლნ ევროთი დააჯარიმეს

უზარმაზარი ჯარიმა – 13 მილიონ 542 ათასი ევრო დაეკისრა ორ 20 წლის სტუდენტს – ალესიო მოლტენის და დანიელე ბორგის, რომლებიც გასული წლის დეკემბერში ტყეში მასშტაბური ხანძრის გაჩენაში დაადანაშაულეს.

შემთხვევა კომოს მახლობლად, სორიკოში, ბერლინგერის მთაზე მოხდა. სტუდენტებმა მწვადი შეწვეს და ნაკვერჩხლები ჩაუმქრალი დატოვეს, რის გამოც, გამოძიების მტკიცებით, ცეცხლი გაჩნდა და ძლიერი ქარის შედეგად მთაზე მთელ ტყის მასივს მოედო. ხანძარმა, რომელიც 2 კვირა გრძელდებოდა, 110 ჰექტარი ტყე მთლიანად გაანადგურა. ცეცხლმა სახლებამდეც კი მიაღწია, ერთ-ერთი ფერმის ჩათვლით, სადაც ხანძრის გამო თითქმის ყველა შინაური ცხოველი დაიღუპა.

კომოს პროკურორმა ორივე სტუდენტს აცნობა, რომ დასრულდა გამოძიება საქმეზე ტყის ნარგავების არა წინასწარ განზრახული დაწვის ბრალდებით, ხოლო სატყეო პოლიციამ ახალგაზრდებს და სახლის მფლობელს (რომელიც, აგრეთვე, პასუხს აგებს მომხდარის გამო) შეატყობინა, რომ მათ 13 მლნ 542 ათასი ევროს ოდენობის ჯარიმა დაეკისრებათ 2008 წელს მიღებული დადგენილების თანახმად. დადგენილება გამოიყენება მათ წინააღმდეგ, ვინც „ანადგურებს ან ზიანს აყენებს ტყის ნარგავებს“ (ჯარიმის ოდენობაა 118-იდან 593 ევრომდე ყოველ 100 კვადრატულ მეტრზე).

გამორიცხული არ არის, რომ ზარალის ანაზღაურება მოითხოვოს, აგრეთვე, იმ 11-მა ფიზიკურმა პირმა, რომელთა ქონებაც ხანძრის დროს დაზიანდა.

კომოს მთავარი პროკურორის, ნიკოლა პიაჩენტეს თქმით, „ეს ჯარიმა სიგნალია იმისა, რომ ადამიანებმა მეტი პასუხისმგებლობა გამოიჩინონ გარემოს დასაცავად“.

https://www.tpi.it/2019/04/17/multa-incendio-como-bosco-barbecue/

აგრეთვე დაგაინტერესებთ: რატომ დააჯარიმა იტალია ევროკავშირმა 548 მლნ ევროთი?

ყველა იტალიელი მამაკაცი კაზანოვაა, მაფია კი უკვდავია!

ქართველი პოეტი, რომელიც იტალიელებს მატეო სალვინის ნათესავი ჰგონიათ

ინციდენტი იტალიაში: მძღოლმა ახსნა, თუ რატომ დაწვა სასკოლო ავტობუსი

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close