იტალიასაზოგადოება
რატომ დააჯარიმა იტალია ევროკავშირმა 548 მლნ ევროთი?
![](https://nostal.ge/wp-content/uploads/2019/04/rifiuti-Iraly.jpg)
ევროკავშირის ბიუჯეტში იტალიამ ჯარიმის სახით 548 მლნ ევრო გადაიხადა (2018 წლის 31 დეკემბრის მონაცემები) გარემოს დაცვის ნორმების შეუსრულებლობისა და დანაგვიანების გამო. ამის თაობაზე ADNKRONOS-ი წერს ბუნების მსოფლიო ფონდის მონაცემებზე დაყრდნობით.
იტალიასთან დაკავშირებით 17 საქმის წარმოება დაიწყო, ქვეყნის ტერიტორიაზე 43 საინსპექციო ჯგუფი იმყოფება – ამ მაჩვენებლებით იტალია ევროკავშირში პირველ ადგილზეა.
204 მლნ ევროს ოდენობის ჯარიმის გადახდა იტალიას არასანქცირებული ნაგავსაყრელების გამო მოუწია, 151 მლნ ევრო კი ქვეყანამ სამხრეთ რეგიონში – კამპანიაში (ნეაპოლი) ნარჩენების მართვის სისტემაში არსებული სერიოზული პრობლემების გამო გადაიხადა.
კომენტარები