მსოფლიოnews

პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში სახანძროს გამოძახება დააგვიანეს (?!)

პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში მეხანძრეები სიგნალიზაციის ჩართვიდან 23 წუთის შემდეგ გამოიძახეს – ამის შესახებ ფრანგული გამოცემა BUUZFEEDCO პარიზის პროკურატურაზე დაყრდნობით იუწყება.

გამოცემის ინფორმაციით, სახანძრო უსაფრთხოების სისტემის სიგნალი პირველად ჩაირთო ადგილობრივი დროით 18:20 საათზე ჩაირთო, ტაძრის მსახურებმა, ინსტრუქციის მიხედვით, ეკლესიაში მყოფ ადამიანებს მისი დატოვება სთხოვეს და თავად სცადეს აალების წყაროს მოძებნა. სახანძრო სამსახური მათ სიგნალის მეორედ ჩართვის შემდეგ გამოიძახეს. ტაძრის ორგანისტის ინფორმაციით, პირველი 20 წუთის განმავლობაში კვამლის სუნი არ იგრძნობოდა, ამიტომ ჩათვალეს, რომ ცრუ განგაში იყო. როცა მეხანძრეები ნოტრ დამში მივიდნენ, ცეცხლს უკვე მოეცვა ტაძრის ზედა ნაწილი.

კრიმინალისტების შეფასებით, აალების კერა ტაძრის შპილის (მაღალი, წვეტიანი კოშკი) ძირში იყო. „ლე პარიზიენი“ წერს, რომ შესაძლოა ხანძარი ელექტროგაყვანილობის სისტემაში წარმოქმნილ პრობლემას გამოეწვია.

პარიზის ერთ-ერთ სიმბოლოს, ღვთისმშობლის ტაძარს ცეცხლი 15 აპრილს, საღამოს გაუჩნდა. ჩამოინგრა ტაძრის შპილი, საათი და სახურავის ნაწილი. გადარჩენილია შენობის ძირითადი კონსტრუქცია და მთავარი ფასადის კოშკები. 400-მდე მეხანძრე ცეცხლს 9 საათზე მეტხანს აქრობდა.

ხანძრის გამომწვევ მიზეზებს პარიზის პროკურატურა იძიებს. მისი მთავარი ვერსიით, ცეცხლი განზარხ გაჩენილი არ არის. ვარაუდობენ, რომ ხანძარი შესაძლოა უკავშირდებოდეს ტაძრის სარესტავრაციო სამუშაოებს, რომელიც ცოტა ხნის წინ დაიწყო.

16 აპრილს საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა მოქალაქეებისადმი ტელემიმართვისას განაცხადა, რომ პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის აღდგენა ხუთ წელიწადში დასრულდება.

ნოტრ დამის აღსადგენად საფრანგეთში თანხების შეგროვება მიმდინარეობს. ხანძრიდან ერთი დღე-ღამის განმავლობაში დაახლოებით მილიარდი ევრო შეგროვდა.

წყარო: https://www.radiotavisupleba.ge/news

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close