მოგზაურობამსოფლიოსაზოგადოებაnewsსაქართველო

რა ღირს ბილეთი „ვიზეარის“ ახალ ევროპულ მიმართულებებზე ქუთაისიდან

რამდენიმე დღის წინ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მიმდინარე წლის ზაფხულიდან უნგრული დაბალბიუჯეტიანი ავიკომპანია WIZZ AIR-ი კიდევ 6 ქალაქში შეასრულებს პირდაპირ რეისებს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან, ამდენად, მისი პირდაპირი რეგულარული რეისების ჩამონათვალი 28-მდე გაიზრდება.

6 ახალი ქალაქი, სადაც მიმდინარე წლის პირველი აგვისტოდან ქუთაისიდან პირდაპირ გამგზავრებას შეძლებთ, არის: ეინდჰოვენი (ნიდერლანდები), შარლერუა (ბელგია), ტალინი (ესტონეთი), კოპენჰაგენი (დანია), ბარი (იტალია) და ბაზელი (შვეიცარია).

კომპანია Wizz Air-ის ვებგვერდზე მოცემულია ფასებიც: იტალიის ქალაქ ბარიში გაფრენა შესაძლებელია 77 ლარად (ერთი მიმართულება), უკან, ქუთაისში დასაბრუნებელი ბილეთის ფასი კი 250 ლარიდან იწყება. ეინდჰოვენში გამგზავრების მინიმალური საფასური 85 ლარი იქნება, უკან დაბრუნების კი – დაახლოებით 250 ლარი; შარლერუაში გაფრენა 85 ლარად იქნება შესაძლებელი, უკან დასაბრუნებელი ბილეთის ფასი კი 300 ლარია; ტალინის მიმართულებით ქუთაისიდან ბილეთის ფასი 70 ლარიდან იწყება, უკან დასაბრუნებლის კი – 250 ლარიდან; კოპენჰაგენში გამგზავრების საფასური, მინიმუმ 140 ლარია, უკან დაბრუნება კი დაახლოებით 500 ლარამდე დაგიჯდებათ; ქუთაისიდან ბაზელამდე ფრენის ღირებულება 85 ლარიდან იწყება, უკან დასაბრუნებელი ბილეთის ფასი კი – 254 ლარიდან.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close