რას არ გაიგებ/ფაქტებისხვა

რა მოჰყვა ბისექსუალ იოსებ სტალინად გადაქცევას – გერმანელი ჟურნალისტის უჩვეულო ექსპერიმენტი

გერმანული გამოცემა VICE-ის ჟურნალისტმა პოლ შვენმა (PAUL SCHWENN) უჩვეულო ექსპერიმენტი ჩაატარა და გაცნობის მობილურ აპლიკაცია TINDER-ში ახალგაზრდა სტალინის ფოტოთი და  სახელით დარეგისტრირდა. ჟურნალისტის თქმით, ეს იდეა თავში მას შემდეგ მოუვიდა, რაც მეგობარმა ასანთის კოლოფი აჩუქა ერთ მხარეს – 27 წლის, ხოლო მეორე მხარეს – უკვე ასაკოვანი სტალინის ფოტოთი. ჟურნალისტის თქმით, ახალგაზრდა სტალინის გარეგნულმა მომხიბვლელობამ უბიძგა ამ ექსპერიმენტისკენ.

პოლ შვენმა 27 წლის იოსებ ჯუღაშვილის აქაუნთი შექმნა. მან პროფილის ინფორმაციაში მიუთითა, რომ მუშაობს გაზეთ „პრავდის“ მთავარ რედაქტორად და დამთავრებული აქვს ბერლინის ხელოვნების უნივერსიტეტი.

მან, აგრეთვე, დაწერა, რომ სძულს ფაშისტები. შვენმა სტალინის ციტატა „ჰიტლერები მოდიან და მიდიან, გერმანია და გერმანელი ხალხი რჩება“ რომანტიკულ სტილში გადააკეთა: „ურთიერთობები მოდის და მიდის, სიყვარული რჩება“.

Tinder-ში დარეგისტრირებულ ქალებს შორის ახალგაზრდა სტალინი დიდი პოპულარობით არ სარგებლობდა, ამიტომ შვენმა გადაწყვიტა, ბისექსუალად გადაქცეულიყო და პროფილების ძიების გრაფაში მამაკაცებიც აღნიშნა. ჟურნალისტის თქმით, ამის შემდეგ, 2 დღეში 200-მდე გამოხმაურება მიიღო.

შვენი მომხმარებლებს, რომლებიც შეტყობინებას უგზავნიდნენ, საბჭოთა მოღვაწეების ფრაზებით პასუხობდა, როგორიცაა, მაგალითად: „სალამი, ამხანაგო, არაფერს დაკარგავ საკუთარი ბორკილების გარდა“.

ზოგიერთები ხვდებოდნენ მის ხუმრობას, ზოგიერთები – ვერა. ერთმა ისიც კი მისწერა, რომ არ იქნებოდა წინააღმდეგი მასთან ერთად გულაგი გაეზიარებინა.

ექსპერიმენტს რეალური პაემანიც მოჰყვა: იოსებ ჯუღაშვილთან შეხვედრა 30 წლის ბერლინელმა გერმანული ენის მასწავლებელმა, სოფიამ მოისურვა. მან მაშინვე იცნო ფოტოზე ახალგაზრდა სტალინი და დაინტერესდა, ვინ იდგა ბელადის „უკან“. სოფიასთან გატარებული დრო ჟურნალისტისთვის სასიამოვნო აღმოჩნდა. მათ მომავალში ერთად თეატრში წასვლაც გადაწყვიტეს.

როგორც ჟურნალისტი თავისი სტატიის ბოლოს წერს, ამ შეხვედრის შემდეგ Tinder-მა მას გაფრთხილება გამოუგზავნა, რომ ჯუღაშვილის პროფილიდან შეურაცხმყოფელი ინფორმაცია იგზავნებოდა; თანაც რუსული ნომრიდან დაურეკეს, თუმცა ყურმილში მხოლოდ ხმაური ისმოდა. საბოლოოდ პოლმა აქაუნთი გააუქმა, თუმცა მანამდე სოფიას თავისი ნამდვილი ტელეფონის ნომერი მისწერა.

წყარო: https://www.vice.com/en_us/article/zmaedw/i-pretended-to-be-a-young-joseph-stalin-on-tinder-and-it-went-weirdly-well

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close