ქართველები უცხოეთშიხელოვნებაკულტურა

„ვაშინგტონ პოსტი“: მეცო-სოპრანო ანიტა რაჭველიშვილმა ნიუ-იორკი დაიპყრო

ახალი წლის ღამეს ნიუ-იორკში, მეტროპოლიტენის ოპერაში „ადრიანა ლაკუვრერის“ ოპერა დაიდგა. „ვაშინგტონ პოსტის“ ცნობილი საოპერო კრიტიკოსი ენ მიჯეტი 6 იანვარს გამოქვეყნებულ რეცენზიაში წერს, რომ საოპერო თეატრის დასში ანა ნეტრებკო ერთ-ერთი კარგი და გამორჩეული შემსრულებელი იყო, მან საკუთარი პარტია კარგად იმღერა, თუმცა აუდიტორია მაინც მეცო-სოპრანო ანიტა რაჭველიშვილმა დაიპყრო, რომელიც პრინცესა ბუიონის როლს ასრულებდა.

კრიტიკოსი აღნიშნავს, რომ მეტროპოლიტენის საოპერო თეატრმა ნოემბერში ასევე კარგი წარმოდგენა დადგა კარგი შესრულებით, რაც უმეტესწილად სწორედ დიდებული შემსრულებლების დამსახურებაა.

გასული წლის დეკემბერში გავლენიანმა გაზეთმა „ნიუ-იორკ თაიმსმა“ გამოაქვეყნა სტატია სათაურით „ახალგაზრდა მომღერალი, რომელმაც ოპერის სამყარო დაიპყრო“. სტატიას ცნობილი, გავლენიანი და მრავალი ჯილდოს მფლობელი იტალიელი დირიჟორის, ჩიკაგოს სიმფონიური ორკესტრის დირიჟორის, რიკარდო მუტის სიტყვები აქვს წამძღვარებული: „ეჭვგარეშეა, რომ დღეს ანიტა რაჭველიშვილი ვერდის შემსრულებელი საუკეთესო მეცო-სოპრანოა მთელ პლანეტაზე“. „ნიუ-იორკ თაიმსის“ სტატიის ავტორი ზაქარი ვულფი წერს, რომ ანიტას მოსმენისას სკამზე მიჯაჭვულად გრძნობ თავს, რადგან მისი ხმა და ძალა გიმორჩილებს. ეს ხმა კი ერთდროულად ფოლადივით მტკიცე და ქაშმირივით რბილია.

წყარო: amerikiskhma.com

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close