საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში რეორგანიზაციის შემდეგ თანამშრომელთა რაოდენობა 60-მდე შემცირდება

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში რეორგანიზაცია გამოცხადდა, რის შემდეგაც ადმინისტრაციის თანამშრომელთა რაოდენობა 140-იდან 60-მდე უნდა შემცირდეს:

„რეორგანიზაცია ახლა დაიწყო და როგორ და რანაირად წარიმართება, ამას ვერ გეტყვით. სამსახურიდან გაშვებული ან შემცირებული არავინ არ არის, გარდა იმისა, ვინც პირადი გადაწყვეტილების საფუძველზე დატოვა ადმინისტრაცია. ყველაფერი ისე მიმდინარეობს და ისე გაგრძელდება, როგორც ეს კანონით არის გათვალისწინებული“, – განაცხადეს დღეს, 10 იანვარს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის დაფინანსება 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონით 6 მილიონი ლარით განისაზღვრა, რაც 3 მლნ 800 ათასი ლარით ნაკლებია, ვიდრე 2018 წელს (9,8 მლნ ლარი). ადმინისტრაციის თანამშრომელთა რაოდენობის შემცირებასთან ერთად უქმდება პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიც (2018 წელს სარეზერვო ფონდის მოცულობა 5 მილიონი ლარი იყო).

კომენტარები
Загрузка...