იტალიაკრიმინალი

ტურინის სასამართლომ მოძალადე ქმარი გაამართლა, რადგან იგი „მხოლოდ ხანდახან სცემდა“ თავის ცოლს

არ შეიძლება ვისაუბროთ ოჯახში სასტიკ მოპყრობაზე, თუ ქმარი მხოლოდ ხანდახან სცემს თავის ცოლს, – ასე მიაჩნიათ ტურინის სასამართლოს მეხუთე სექციის მოსამართლეებს. სასამართლომ გაიზიარა მოპასუხის ადვოკატის, ვინჩენცო კოლუჩოს თეზა და გაამართლა  41 წლის უმუშევარი მამაკაცი, რომლის წინააღმდეგაც ცოლმა შეიტანა სარჩელი ოჯახში სასტიკი მოპყრობის ბრალდებით. სარჩელში აღნიშნული იყო მამაკაცის მიერ ცოლის მრავალჯერ ცემა მუშტებით თუ წიხლებით, სახეში სილის გარტყმა, საგნების სროლა და ხშირი სიტყვიერი შეურაცხყოფა.

ქალი და მისი ადვოკატი თითქმის დარწმუნებულები იყვნენ, რომ საქმე მოგებული ჰქონდათ, თუმცა სასამართლომ სხვაგვარად  გადაწყვიტა: დადგენილებაში განმარტებულია, რომ ეს იყო მხოლოდ „ეპიზოდური შემთხვევები“ და „გარკვეული კონტექსტების“ საფუძველზე ხდებოდა (“episodici” e in “contesti particolari”), ამიტომ არ შეიძლებოდა დაზარალებულის „მორალური და ფიზიკური ჩაგვრის მდგომარეობა“ (“uno stato di prostrazione fisica e morale”) გამოეწვია. მოსამართლეთა აზრით, ეს ეპიზოდური შემთხვევები „ცხოვრების ნორმალურ პირობებთან შეუთავსებელი არ ყოფილა“.

ამრიგად, მოძალადე ქმარი სასჯელს გადაურჩა მიუხედავად იმისა, რომ უკანასკნელი 8 წლის განმავლობაში მისი ცოლი 9-ჯერ მოხვდა საავადმყოფოში, ხშირ შემთხვევაში -მოტეხილობით, განსაკუთრებით ცხვირის და ნეკნების დაზიანებით.

წყარო: https://www.torinotoday.it/cronaca/Sentenza-maltrattamenti-assoluzione.html

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close