პოლიტიკაnewsსაბერძნეთი

„ოხის“ დღესასწაულზე იტალია საბერძნეთს ოფიციალურად მოუხდის ბოდიშს 1940 წელს ომის გამოცხადებისთვის

იტალიის პრეზიდენტი სერჯო მატარელა ერთდღიანი ვიზიტით საბერძენეთს დღეს, 28 ოქტომბერს ეწვევა. იგი თავისმა კოლეგამ, საბერძნეთის პრეზიდენტმა პროკოფის პავლოპულოსმა დაპატიჟა.

იტალიის პრეზიდენტი თესალონიკში „ოხის“ დღესასწაულს დაესწრება, რომელიც ყოველწლიურად აღინიშნება 1940 წლის 28 ოქტომბრის საპატივცემულოდ, როდესაც საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა იოანის მეტაქსასმა მუსოლინის ულტიმატუმს უარით („ოხი“ ბერძნულად „არას“ ნიშნავს) უპასუხა.

გავრცელებული ინფორმაციით, იტალიის პრეზიდენტი ისარგებლებს შემთხვევით და თავისი ქვეყნის სახელით ბოდიშს მოუხდის საბერძნეთს 1940 წელს არაპროვოცირებული ომის გამოცხადებისა და იმ უბედურებებისთვის, რომელიც ომმა ბერძენ ხალხს დაატეხა თავს. იტალია პირველად მოიხდის ოფიციალურად ბოდიშს 1940 წლის მოვლენებისთვის.

თესალონიკში სამხედრო აღლუმის შემდეგ ორი პრეზიდენტი კუნძულ კეფალონიაზე გაემგზავრება, სადაც ისინი სიკვდილის შემდეგ დააჯილდოებენ იტალიის დივიზია „აკვის“ ჯარისკაცებს, რომლებიც კუნძულზე 1943 წლის სექტემბერში გერმანელებმა დახვრიტეს იტალიის დაზავების შემდეგ მეორე მსოფლიო ომში მოკავშირეებთან. ეს ერთ-ერთი ყველაზე დიდი მასობრივი დახვრეტა იყო, რომელიც „კეფალონიის ხოცვა-ჟლეტის“ სახელწოდებითაც არის ცნობილი – 21 სექტემბრიდან მოყოლებული, ერთი კვირის განმავლობაში გერმანელებმა იტალიის 33-ე ქვეითი დივიზია „აკვის“ 5000-მდე იტალიელი ჯარისკაცი დახვრიტეს.

დაღუპული იტალიელი ჯარისკაცების მემორიალი, ლასი, კუნძული კეფალონია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close