საგადასახადომ მიზანში ამოიღო საბანკო დანაზოგები

ბოლო 2,5 წლის მანძილზე საბერძნეთში თითქმის ნახევარი მილიონით გაიზარდა იმ ადამიანთა რიცხვი, რომელთა მიმართაც სახელმწიფომ იძულებითი ზომა განახორციელა მათი საბანკო დანაზოგებიდან თანხის კონფისკაციის სახით. საგადასახადომ მიზანში ამოიღო იმ მოქალაქეთა დეპოზიტები, რომელთა დავალიანება სახელმწიფოს წინაშე 500 ევროს აღემატება, ხოლო დავალიანების ხანგრძლივობა 3 თვეზე მეტია.

თუ 2015 წელს გადასახადის გადამხდელთა რიცხვი, რომელთა წინააღმდეგაც გამოიტანეს გადაწყვეტილება მათი პირადი საბანკო დანაზოგებიდან თანხის კონფისკაციის თაობაზე (სახელმწიფოს მიმართ არსებული დავალიანების დასაფარად) 695 074 იყო, მიმდინარე წლის ივლისში ამ მაჩვენებელმა 1 143 308-ს მიაღწია (ანუ 448 234-ით გაიზარდა).

კომენტარები
Загрузка...