ბერძნული ენის ვიდეოგაკვეთილები – გაკვეთილი მეორე

მეორე გაკვეთილი

ვაგრძელებთ ბერძნული ენის ვიდეოგაკვეთილებს დამწყებთათვის. გაკვეთილის თემაა მისალმება.

გთავაზობთ დიალოგის ტექსტს:

Καλημέρα (კალიმერა) – დილა მშვიდობისა!
Καλημέρα (კალიმერა) – დილა მშვიდობისა!
Πώς σε λένε (პოს სე ლენე) – რა გქვია?
Με λένε Άννα. Πώς σε λένε (მე ლენე ანა. პოს სე ლენე) – მე მქვია ანა. შენ რა გქვია?
Με λένε Νίκο (მე ლენე ნიკო) – მე მქვია ნიკო
Γειά σου (იასუ) – ნახვამდის!
Γειά σου (იასუ) – ნახვამდის!

მცირე განმარტება: Καλημέρα (კალიმერა) სიტყვასიტყვით ნიშნავს კარგ დღეს, თუმცა ბერძნები ასეთი სახით ერთმანეთს დილის საათებში ესალმებიან და ქართულად აზრობრივად ითარგმნება, როგორც დილა მშვიდობისა. ამავე დროს, კარგი დღე ადამიანს გამომშვიდობებისასაც შეგიძლიათ უსურვოთ. ანალოგიურად, Γειά σου (იასუ) მისალმებისას გამარჯობას ნიშნავს, ხოლო გამომშვიდობებისას – ნახვამდის. შესაბამისად, მოცემული დიალოგი შეიძლებოდა დაწყებულიყო მისალმებით Γειά σου (იასუ) და დასრულებულიყო Καλημέρα-თი (კალიმერა).

იხილეთ ვიდეო:

ბერძნულად სწორად წერის უნარების გამომუშავება

აქვე გთავაზობთ ვიდეოს, რომელშიც ახსნილია, თუ როგორ უნდა წეროთ სწორად ბერძნული ანბანის ასო-ნიშნები. მართალია, ვიდეო საკმაოდ ხანგრძლივია (11 წუთს გრძელდება), მაგრამ ძალიან გამოგადგებათ, ამიტომაც გირჩევთ მოამზადოთ რვეული და ავტოკალამი, რათა ბერძნულად სწორად წერას მიეჩვიოთ:

თუ ფიქრობთ, რომ ბერძნულის შესასწავლად დრო არ გაქვთ, საკუთარ თავს ატყუებთ: გაიხსენეთ, რამდენ დროს კარგავთ უქმად, როდესაც ტრანსპორტში ზიხართ და არაფრის მომცემ სერიალს ან სოციალურ ქსელში გავრცელებულ ათას ჭორ-მართალს კითხულობთ ან უსმენთ. ყოველდღე სულ თავისუფლად შეგიძლიათ გამონახოთ მინიმუმ ნახევარი საათი, რომელსაც ბერძნულის სწავლას მოანდომებთ. დაგვერწმუნეთ, სულ რაღაც 3-4 თვეში შეძლებთ საუბრის გაგებას და ლაპარაკსაც.

გაკვეთილი პირველი იხ. ამ ლინკზე:https://goo.gl/Rrg9NJ
კომენტარები
Загрузка...