კომბოსტოს ღვეზელი (სამარხვო)

შინაურების გახარება გემრიელობებით მარხვაშიც შეიძლება. თქვენ წინაშეა უნივერსალური სამარხვო საფუვრიანი ცომის რეცეპტი. ეს ცომი შეგიძლიათ გამოიყენოთ ფუნთუშის, პიცის ან სხვადასხვა ფარშიანი ღვეზლების გამოსაცხობად.

საჭირო პროდუქტი ცომისთვის: 220 მლ თბილი წყალი, 2 ს/კ მცენარეული ზეთი, 3 ჩ/ჭ ფქვილი, 2 ჩ/კ შაქარი, 1/2 ჩ/კ მარილი, 1 ჩ/კ მშრალი საფუარი.
1/2 თავი კომბოსტო, 1-2 სტაფილო, 1 თავი ხახვი, 1-2 კბილი ნიორი, 2-3 ღერო მწვანე ხახვი, 1 ჩ/კ კარი (ინდური სუნელების ნაკრები), 1/2 ჩ/კ დაფქული ქინძი, მცენარეული ზეთი, მარილი – გემოვნებით, ტომატპასტა – სურვილის მიხედვით.

მომზადების წესი: დიდ ჯამში ჩაასხით თბილი წყალი, დაუმატეთ ზეთი, შაქარი, მარილი და საფუარი. გადააფარეთ ტილო და გააჩერეთ ბუშტუკების გაჩენამდე. დაუმატეთ ფქვილი, კარგად გადაზილეთ და დადგით თბილ ადგილას (ცომი უნდა გაორმაგდეს).
დიდ ტაფაზე გააცხელეთ მცენარეული ზეთი, დაყარეთ წვრილად დაჭრილი ხახვი და ნიორი, მოშუშეთ ხახვი. დაუმატეთ სტაფილო, 7-10 წთ-ის შემდეგ კი – დაჭრილი კომბოსტო, დაახურეთ. შუშეთ კომბოსტოს დარბილებამდე.
მზას შეურიეთ სუნელები და მარილი. გადაიტანეთ დიდ ჯამში და გააგრილეთ. დაუმატეთ დაჭრილი მწვანე ხახვი და აურიეთ. ცომი გააბრტყელეთ და დაჭერით წრეებად. კომბოსტოს გულსართი ჩადეთ თითოეული წრის შუაში და თავი მოუკარით. გააცხელეთ ტაფაზე ზეთი და ღვეზელები გამოაცხვეთ.

კომენტარები
Загрузка...