კინო/ფილმები

Forbes-მა შოუბიზნესის ყველაზე მაღალანაზღაურებადი წარმომადგენლები დაასახელა

ამერიკულმა ჟურნალმა Forbes-მა შოუბიზნესის ყველაზე მაღალანაზღაურებადი წარმომადგენლები დაასახელა. რეიტინგის ლიდერი ახალზელანდიელი რეჟისორი პიტერ ჯექსონი გახდა. ერთი წლის განმავლობაში ტრილოგიის „ბეჭედების მბრძანებელი“ რეჟისორმა 589 მილიონი დოლარი გამოიმუშავა.

სიაში მეორე ადგილს 435 მილიონი დოლარით, ამერიკელი მუსიკოსი ბრიუს სპრინგსტინი იკავებს, რომელმაც თავისი სიმღერების კატალოგზე უფლება კომპანია Sony-ს ნახევარ მილიარდ დოლარად მიჰყიდა,

მესამე ადგილზეა რეპერი Jay-Z, რომელმაც 340 მილიონი დოლარი გამოიმუშავა. ათეულში ასევე მოხვდნენ მსახიობი დუეინ ჯონსონი, რეპერი კანიე უესტი და OneRepublic-ის ფრონტმენი, რაიან ტედერი.

imedinews.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close