კრიმინალისაზოგადოება

თვეების განმავლობაში ჯაჭვებით დაბმული ბავშვები, შიმშილი და წამება – ტურპინების ოჯახის 2 წევრი კვლავ მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრშია

ჯაჭვებით დაბმული ნაცემი და ნაშიმშილები ბავშვები, რომლებსაც მშობლები ბანაობის უფლებას წელიწადში ერთხელ აძლევდნენ – კალიფორნიელი ტურპინების ოჯახი საქმის სკანდალური გახსნის შემდეგ გუშინ კვლავ მოექცა ყურადღების ცენტრში.

13 და-ძმიდან ორი, გოგონები – ჯენიფერი და ჯორდანი ABC-სთან თავიანთი ტრავმული ბავშვობის შესახებ ჰყვებიან. გადაცემის სრული ვერსია ეთერში ჯერ არ გასულა.

„ერთადერთი სიტყვა, რაც შემიძლია იმ ყველაფერს ვუწოდო, ჯოჯოხეთია“, – ამბობს ჯენიფერ ტურპინი.

საკუთარი თავის და 12 და-ძმის გადარჩენა 2008 წლის იანვარში ჯორდანმა შეძლო, ის სახლიდან გაიპარა და პოლიციაში დარეკა.

„მთელი სხეული მიკანკალებდა, შევძელი პოლიციის ნომრის აკრეფა… სიკვდილთან ახლოს ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ვიყავი. სახლიდან გაქცევისას შეიძლებოდა რამე დამმართნოდა, მაგრამ ეს უნდა მეცადა“, – ამბობს გოგონა. მან დეაქტივირებული ტელეფონიდან 911-ზე დარეკა.

ტურპინები დეტალურად ჰყვებიან სასტიკი ძალადობის შესახებ, მათ არ აძლევდნენ საკვებს, ძილის საშუალებას, არ იღებდნენ განათლებას და არ იცავდნენ ჰიგიენას.

დევიდ და ლუის ტურპინებს 2019 წლის თებერვალში სასამართლომ მათ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. მათ უამრავ ბრალს შორის იყო საკუთარი შვილების წამება. სასამართლოს განაჩენი მხოლოდ 25 წლის გასვლის შემდეგ შეიძლება გადაიხედოს.

„ჩემმა მშობლებმა ცხოვრება წამართვეს, მაგრამ ახლა ყველაფერს უკან ვიბრუნებ…“ – განაცხადა ჯენიფერ ტურპინმა.

„საშინელებათა სახლში“ მცხოვრებ ოჯახში მომხდარი ძალადობის უმძიმესი დეტალების შესახებ მსოფლიომ 2018 წელს შეიტყო – ჯორდან ტურპინმა, რომელიც მაშინ 17 წლის იყო, პოლიციაში დაეკვა შეძლო. მაშინ პროკურორმა განაცხადა, რომ ჯორდანი სახლიდან გაქცევას და სამართალდამცველებთან დარეკვას 2 წლის განმავლობაში გეგმავდა.

ბავ­შვე­ბის წა­მე­ბა წლე­ბის განმავლობაში გრძელ­დე­ბო­და, მშობლები მათ  რამდენიმე კვირა და ხშირად – თვე ტოვებდნენ დაბმულს. პროკურორის ინფორმაციით, დევიდ და ლუის ტურპინები ყიდულობდნენ საჭმელს, დებდნენ ისეთ ადგილას, რომ ბავშვებს დანახვა შეძლებოდათ, თუმცა ჭამის უფლებას არ აძლევდნენ. არასრულწლოვნები იმდენად იზო­ლი­რე­ბუ­ლე­ბი იყ­ვნენ გა­რე­სამ­ყა­როს­გან, რომ ყო­ველ­დღი­უ­რი ცხოვ­რე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია არ ჰქონ­დათ, მათმა უდიდესმა ნაწილმა არ იცოდა, რას ნიშნავდა პოლიციელი.

ამასთან, ცოლ-ქმარი დროდადრო სოციალურ ქსელში „ბედნიერ“ ოჯახურ ფოტოებს ათავსებდა შთაბეჭდილების შესაქმენლად, რომ მათთან ყველაფერი რიგზე იყო.

სამართალდამცველებმა მშობ­ლე­ბი მა­შინ­ვე და­ა­პა­ტიმ­რეს, ბავ­შვე­ბი კი სო­ცი­ა­ლუ­რი სამ­სა­ხუ­რე­ბის მუ­შა­კებ­მა წა­იყ­ვა­ნეს და დროებით საცხოვრებლად სხვადასხვა ოჯახში გაანაწილეს.

წყარო: rustavi2.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close