fbpx
სპორტი

საქართველოსთან წაგებისთვის შვედ ფეხბურთელებს დაემუქრნენ

საქართველოსთან 0:2 მარცხის შემდეგ შვედეთის ნაკრების ორი კაშკაშა ვარსკვლავი, ალექსანდრე ისაკი და ვიქტორ ნილსონ ლინდელოფი, სოციალურ მედიაში საშინელი შეტევების და კომენტარების ობიექტები გახდნენ. როგორც წინა მსგავს შემთხვევებში, შვედეთის ფეხბურთის ფედერაციამ შესაძლოა მომხდარი პოლიციას შეატყობინოს. ამის შესახებ Sportbladet-ს შვედეთის ფეხბურთის ფედერაციის უსაფრთხოების მთავარმა ოფიცერმა მარტინ ფრედმანმა განუცხადა.

„ჩვენი თანამშრომლები ასეთ დროს კომენტარების სკრინშოტებს იღებენ და ინახავენ. ასეთ დროს არის სისხლის სამართლებრივი დევნისა და მსჯავრდების შემთხვევები. ეს აგრესიული მასა ისეთი მხარდამჭერები არიან, რომელთა გარეშეც შეგვიძლია ვიარსებოთ. ისინი უტევენ მოთამაშეებს, რადგან შედეგს ვერ მივაღწიეთ, თუმცა ამჟამად კომენტარებში არაფერი წერია ისეთი, რაც ისაკისა და ლინდელოფის წინააღმდეგ საფრთხეზე მიუთითებს“, – ამბობს მარტინ ფრედმანი.

შვედეთის ფეხბურთის ფედერაციამ მოთამაშეების მიმართ სიძულვილის ენით მიმართვასა და მუქარაზე პოლიციას ორჯერ შეატყობინა. პირველად ეს 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის დროს მოხდა, როდესაც მუქარის შემცველი ტექსტისთვის ერთ-ერთი ქომაგი დააკავეს. ამგვარი ფაქტი წლეულს, ზაფხულში, მსოფლიო ჩემპიონატის დროს განმეორდა.

„სამწუხაროდ, ეს აგრესორების კარგად ცნობილი ჯგუფია. ეროვნული ნაკრებისთვის მომხდარში არაფერია ახალი, მაგრამ ამ შემთხვევაში ჩვენ ნაკრების წევრების დასაცავად განსაკუთრებული პასუხისმგებლობა გვაქვს“, – ამბობს ფრედმანი.

1tv.ge

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close