მოგზაურობა

ერთჯერადად ვაქცინირებული კოვიდგადატანილი პირები საზღვრის კვეთისას გათანაბრდებიან სრულად ვაქცინირებულებთან

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, კოვიდგადატანილი პირები, ვაქცინის ერთი დოზის გაკეთების შემთხვევაში, სრულად ვაქცინირებულებად ჩაითვლებიან და მათზე გავრცელდება ის რეგულაციები, რაც სრულად ვაქცინირებულ პირებზე. ცვლილება უცხოეთიდან საქართველოში შემოსვლის მსურველებს შეეხებათ.

როგორც უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერატიული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ განმარტა, გადაწყვეტილება მსოფლიო პრაქტიკის გათვალისწინებით იქნა მიღებული:

„ბევრი ქვეყნის პრაქტიკაა ასეთი, რომ როდესაც ადამიანს გადატანილი აქვს კოვიდი, ის ითვლება სრულად ვაქცინირებულ პირად. შესაბამისად, ჩვენთანაც ხდება გათანაბრება ამ სტატუსის და თუ ადამიანს გადატანილი აქვს ვირუსი და ერთხელ არის აცრილი, იგივე სტატუსი აქვს, რაც ორჯერ აცრილ ადამიანს“, – განაცხადა გიორგი ღიბრაძემ.

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია, თავის მხრივ, ახალ რეგულაციასთან დაკავშირებით განმარტავს, რომ ცვლილება არ შეეხება საქართველოში მოქმედ პროტოკოლს, რომლის თანახმად, ჩვენთან ყველა შემთხვევაში ორჯერადი ვაქცინაციაა საჭირო:

„ჩვენი პროტოკოლის თანახმად, კოვიდის გადატანის მიუხედავად, პროგრამა ითვალისწინებს ორჯერად ვაქცინაციას. ზოგიერთი ქვეყანა გარკვეული პერიოდის ფარგლებში უშვებს, რომ ერთი ვაქცინა არის საკმარისი, თუ პირმა გადაიტანა კოვიდინფექცია და ითვლება, რომ ეს პირი არის სრულად ვაქცინირებული. ამ შემთხვევაში საუბარია იმაზე, რომ ქვეყნები, რომლებიც აღიარებენ მსგავსი ტიპის პროტოკოლს, აღიარებულ იქნან ჩვენთანაც. ანუ თუ პირმა თავის ქვეყანაში მიიღო უკვე სრულად ვაქცინირებულის სტატუსი, ეს ჩვენც უნდა ვაღიაროთ, რადგან მათი პროტოკოლით, ერთხელ ვაქცინირებული, თუ დაავადება აქვს გადატანილი, ითვლება, რომ არის სრულად ვაქცინირებული“, – აღნიშნა თამარ გაბუნიამ უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.

საბჭომ 9 აგვისტოს სხდომაზე ასევე მიიღო გადაწყვეტილება ღია სივრცეში კოვიდრეგულაციის გამკაცრების შესახებ. კერძოდ, ღია სივრცეში, სადაც 5-ზე მეტი ადამიანი იქნება, 10 აგვისტოდან პირბადის ტარება სავალდებულო ხდება. წესის დარღვევისთვის მოქალაქე 20 ლარით დაჯარიმდება.

radiotavisupleba.ge

კომენტარები

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close