fbpx
პოლიტიკასაქართველო

საქართველო: ხვალიდან პირბადე სავალდებულო იქნება ღია სივრცეშიც, სადაც ხუთი და მეტი ადამიანი იკრიბება

პირბადის ტარება ხვალიდან სავალდებულო იქნება ღია სივრცეშიც, სადაც ხუთზე მეტი ადამიანი იკრიბება. შესაბამისი გადაწყვეტილება უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ დღეს გამართულ სხდომაზე მიიღო.

მთავრობის ამ გადაწყვეტილების მიზეზი ბოლო პერიოდში ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუარესება გახდა.

პირბადის ტარება ამჟამად სავალდებულოა დახურულ სივრცეებში და ღია სივრცეში ხალხმრავალი შეკრების ადგილებზე – გაჩერებებზე, ბაზრობებზე, საზოგადოებრივ ტრანსპორტში. ხვალიდან კი პირბადის ტარება სავალდებულო ხდება ღია სივრცეში ყველგან, სადაც ხუთი და მეტი ადამიანი იკრიბება.

შეგახსენებთ, აგრეთვე, რომ აკრძალულია ღამის კლუბების მუშაობა როგორც ღია სივრცეში, ისე დახურულ შენიბაში.კვების ობიექტების მუშაობა არ არის ნებადართული 00:00-იდან 05:00 საათამდე პერიოდში. უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის, გიორგი ღიბრაძის თქმით, კოვიდრეგულაციებთან დაკავშირებით კონტროლი და აღრულება გაამკაცრდება.

საქართველოში ღია სივრცეში პირბადის ტარების ვალდებულება 22 ივნისიდან მოიხსნა, თუმცა დახურულ სივრცეში შეზღუდვა ძალაში რჩებოდა.

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close