პენტაგონის გადაწყვეტილებით, აშშ-ის შეიარაღებულ ძალებში ვაქცინაცია სავალდებულო ხდება. აღნიშნული განკარგულება 15 სექტემბრიდან შევა ძალაში. ინფორმაციას „ასოშიეითიდ პრესი“ (AP) ავრცელებს.
„პრეზიდენტ ბაიდენის თანხმობას მოვიპოვებ, რომ ვაქცინაცია 15 სექტემბრიდან სავალდებულო გახდეს“, – განაცხადა აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა.
თავის მხრივ, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი თავდაცვის მდივნის ამ გადაწყვეტილებას მხარს უჭერს.
თავდაცვის მდივნის თქმით, აშშ-ის სურსათისა და წამლის ადმინისტრაციის (FDA) პასუხს ელოდება, რომ მან ვაქცინები საბოლოოდ დაამტკიცოს, რაც, სავარაუდოდ, აგვისტოს ბოლომდე მოხდება.
კომენტარები