fbpx
იტალიაკულტურა

ვენეციაში ვიოლინოს ფორმის გიგანტური ნავი გამოჩნდა

ვენეციაში, სადაც პირველი აგვისტოდან დიდი გემების და საკრუიზო ლაინერების შესვლა აიკრძალა, 12-მეტრიანი ნავის პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც ვიოლინოს ფორმა აქვს. „ნოეს ვიოლინო“ – ასე ჰქვია მას. 

უჩვეულო ნავის ავტორი ლივიო დე მარკია, რომელმაც ადრე ბევრი მცურავი სკულპტურა შექმნა, მათ შორის, ნავი-ფერარი.

ამჯერად თავისი ქმნილება მან კოვიდ-19-ისგან დაღუპულებს მიუძღვნა.

ნავი-ვიოლინოს ოფიციალური დებიუტი და წყალში ჩაშვების ცერემონია, სავარაუდოდ, სექტემბერში გაიმართება.

როფორც La Nuova Venezia e Mestre წერს, მისი „შტურმანი“ ახალგაზრდა შკიპერი იქნება, ისტორიული კოსტიუმით. ნავი დიდ არხში გაცურავს ვივალდის მუსიკის თანხლებით. შემდეგ კი ის ტურისტებს მოემსახურება.

ნინო ხოშტარია

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close