პოლიტიკასაქართველო

ნიკა მელია თბილისის მერობის იბრძოლებს, ელენე ხოშტარია დედაქალაქის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი იქნება

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკანორ მელია თბილისის მერობისთვის იბრძოლებს. მოძრაობა „დროას“ ლიდერი, ელენე ხოშტარია თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატად (საკრებულოს თავმჯდომარეს უკვე არჩევნების შემდეგ საკრებულოს წევრები აირჩევენ) დასახელდა. 

აღნიშნულ კანდიდატებს ოპოზიციური პარტიების ნაწილი უჭერს მხარს, მათ შორის, ჯაფარიძის „გირჩი – მეტი თავისუფლება“ და ბოკერიას „ევროპული საქართველო“, რომლებსაც თბილისის მერობის საკუთარი კანდიდატი არ ეყოლებათ.

ამასთან, „გირჩი – მეტი თავისუფლების“ ვიცე-მერობის კანდიდატი ზურაბ ჯაფარიძე იქნება.

ნიკა მელიას თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ თბილისში მაჟორიტარობის კანდიდატებს არ დააყენებს და ოპოზიციის საერთო შეთანხმების კანდიდატებს დაუჭერს მხარს.

ცნობილია, რომ მელიას კანდიდატურას ოპოზიციიდან მხარს არ დაუჭერს „სტრატეგია – აღმაშენებელი“. „პატივს ვცემ ყველას არჩევანს, მაგრამ ჩვენ ვართ ძალიან თანმიმდევრულები, საინტერესო კანდიდატები გვეყოლება როგორც თბილისში, ისე რეგიონებში“, – განაცხადა პარტიის ლიდერმა გიორგი ვაშაძემ.

„ლელოს“ პოზიცია, რომელთანაც „ნაციონალურ მოძრაობას“ კონსულტაციები ჰქონდა, ჯერჯერობით უცნობია.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს გაიმართება. სხვა პარტიებიდან უკვე ცნობილია მხოლოდ „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი – ის მოქმედი მერი, კახა კალაძე იქნება.

2 დღის წინ გავრცელდა არაოფიციალური ინფორმაცია, რომ შესაძლოა გიორგი გახარიას პარტიიამ „საქართველოსთვის” თბილისის მერობის კანდიდატად არჩილ არველაძე დაასახელოს.

პარტიის „საქართველოსთვის“ წევრმა კახა ქემოკლიძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში ამასთან დაკავშირერბით დასმულ შეკითხვაზე,უპასუხა, რომ ეს საკითხი ჯერ გადაწყვეტილი არ არის, მიმდინარეობს აქტიური მუშაობა და კონკრეტული კანდიდატი რამდენიმე კვირაში გახდება ცნობილი.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close