მედიცინაnews

აშშ-ის მიერ საჩუქრად გადმოცემული „ფაიზერის“ ვაქცინის ნახევარი მილიონი დოზა საქართველოში ჩამოვიდა

აშშ-ის მიერ საჩუქრად გადმოცემული „ფაიზერის“ ვაქცინის ნახევარი მილიონი დოზა საქართველოში ჩამოვიდა.

ვაქცინებით დატვირთული თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში უკვე დაეშვა.

როგორც საქართველოში აშშ-ის საელჩოში განმარტავენ, ეს არის აშშ-ის მთავრობის საჩუქარი ქართველი ხალხისთვის ბაიდენ-ჰარისის ადმინისტრაციის ვაქცინის გლობალური განაწილების ინიციატივის ფარგლებში.

ამერიკის მთავრობისა და უშუალოდ აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის გადაწყვეტილებით, საქართველოსთვის რამდენიმე ასეული ათასი დოზა „ფაიზერის“ ვაქცინის საჩუქრად გადმოცემასთან დაკავშირებით, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 2 ივლისს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„ფაიზერის“ ვაქცინის მეორე დოზაზე რეგისტრაცია განახლდა. საქართველოს ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის თქმით, მოსახლეობას საშუალება აქვს, ვაქცინის მეორე დოზით აცრის სასურველი თარიღი 26 ივლისიდან 14 აგვისტოს ჩათვლით დაჯავშნოს. აცრია 37 კლინიკაში ტარდება.

„ფაიზერის“ დოზებს შოირის ინტერვალი, სულ მცირე, 21 დღეა.

ეკატერინე ტიკარაძემ მოქალაქეესბ თხოვნით მიმართა, „ფაიზერის“ მეორე დოზაზე რეგისტრაცია 24 ივლისის 12:00 საათამდე განახორციელონ, სხვა შემთხვევაში, მათი რეგისტრაცია მოხდება ავტომატურად, იმავე კლინიკაში, სადაც მათ მიიღეს მომსახურება პირველ აცრაზე, თუმცა აქ რა თქმა უნდა, მოქალაქეებს ვაძლევთ მოქნილობას და მათ ამ ჯავშნის მიღების შემდეგ ექნებათ შესაძლებლობა, შეცვალონ თარიღი და კლინიკა, შედარებით მოგვიანებით“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

1tv.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close