ტესტები

გამოიცანი ქართველი მწერალი მისი ნაწარმოების პერსონაჟის მიხედვით

გამოიცანი ქართველი მწერალი მისი ნაწარმოების პერსონაჟის მიხედვით

1. გლახა ჭრიაშვილი

ა. ვაჟა-ფშაველა

ბ. ეგნატე ნინოშვილი

გ. ილია ჭავჭავაძე

დ. მიხეილ ჯავახიშვილი

 

2. თამარ შარვაშიძე

ა. გრიგოლ რობაქიძე

ბ. მიხეილ ჯავახიშვილი

გ. კონსტანტინე გამსახურდია

დ. ოთარ ჭილაძე

 

3. კირილე მიმინაშვილი

ა. გრიგოლ რობაქიძე

ბ. კონსტანტინე გამსახურდია

გ. დავით კლდიაშვილი

დ. ნიკო ლორთქიფანიძე

 

4. მარგარიტა (მარგო) ყაფლანიშვილი

ა. ვასილ ბარნოვი

ბ. ნოდარ დუმბაძე

გ. მიხეილ ჯავახიშვილი

დ. ოთარ ჭილაძე

 

5. სოსო მამალაძე

ა. ჯემალ ქარჩხაძე

ბ. ნოდარ დუმბაძე

გ. ილია ჭავჭავაძე

დ. გურამ დოჩანაშვილი

 

6. არჩიბალდ მეკეში

ა. ლევან სანიკიძე

ბ. კონსტანტინე გამსახურდია

გ. გრიგოლ აბაშიძე

დ. გრიგოლ რობაქიძე

 

7. ციციკორე

ა. გიორგი ლეონიძე

ბ. ვასილ ბარნოვი

გ. რეზო ინანიშვილი

დ. გოდერძი ჩოხელი

 

8. ჰილარიო ბუერა

ა. ოტია იოსელიანი

ბ. გურამ დოჩანაშვილი

გ. არჩილ სულაკაური

დ. გურამ პეტრიაშვილი

 

9. ცქმუნა

ა. ეკატერინე გაბაშვილი

ბ. ვაჟა-ფშაველა

გ. გოდერძი ჩოხელი

დ. არჩილ სულაკაური

 

10. ჩანჩურა

ა. ნინო ნაკაშიძე

ბ. გიორგი ლეონიძე

გ. მიხეილ ჯავახიშვილი

დ. რეზო ინანიშვილი

 

ახლა კი ნახეთ სწორი პასუხები:

  1. – გლახა ჭრიაშვილი ილია ჭავჭავაძის პერსონაჟია „გლეხთა გათავისუფლების პირველი სცენებიდან“; ის გადატანითი მნიშვნელობითაც იხმარება და ისეთ კაცზე იტყვიან, რომელიც ერთსა და იმავეს იმეორებს და გაუთავებელი ლაპარაკით ადამიანებს თავს აბეზრებს.
  2. – თამარ შარვაშიძე, ტარიელ შარვაშიძის ქალიშვილი, კონსტანტინე გამსახურდიას რომანის – „მთვარის მოტაცების“ ერთ-ერთი მთავარი გმირია. სილამაზით გამორჩეული ახალგაზრდა ქალის სიყვარულის მოპოვებას არზაყან ზვამბაია და თარაშ ემხვარი ცდილობენ.
  3. გ – კირილე მიმინაშვილი არის დავით კლდიაშვილის მოთხრობის „სამანიშვილის დედინაცვალი“ პერსონაჟი, პლატონ სამანიშვილის დის ქმარი, ერთი მოქეიფე, უქნარა და ახირებული, შფოთისთავი კაცი.
  4. – მიხეილ ჯავახიშვილის რომანის „ჯაყოს ხიზნების“ ერთ-ერთი მთავარი გმირი – მარგარიტა (მარგო) ყაფლანიშვილი, თეიმურაზ ხევისთავის მეუღლე, რომელიც შემდეგ ჯაყოს ცოლი გახდება.
  5. – სოსო მამალაძე – სოსოია ნოდარ დუმბაძის რომანის „მე ვხედავ მზეს“ მთავარი გმირია.
  6. – გრიგოლ რობაქიძის რომანის „გველის პერანგი“ (1926 წ.) მთავარი გმირი, ქართული სახელი – არჩილ მაყაშვილი. სხვათა შორის, 1927 წელს რომანი გერმანულად თარგმნა თავად ავტორმა – „Das Schlangenhemd“. „გველის პერანგის“ გერმანული გამოცემის წინასიტყვაობა შტეფან ცვაიგმა დაწერა.
  7. – გიორგი ლეონიძის ამავე სახელწოდების მოთხრობის – „ციციკორეს“ გმირი; ფილმ „ნატვრის ხისგან“ განსხვავებით ციციკორე გიორგი ლეონიძესთან დადებითი პერსონაჟია.
  8. – არჩილ სულაკაურის საბავშვო მოთხრობის „სალამურას თავგადასავალი“ ერთ-ერთი გმირი, ქონდარეთის მეფის კარის პოეტი.
  9. – ვაჟა-ფშაველას საახალწლო მოთხრობის „სათაგური“ ერთ-ერთი მოქმედი პირი თაგვი, რომელიც თავის ამხანაგ თაგვებთან ერთად ცდილობს სათაგურში გაბმული ფიცხელას დახსნას.
  10. – მიხეილ ჯავახიშვილის ამავე სახელწოდების მოთხრობის – „ჩანჩურას“ მთავარი გმირი, მუნჯი ლილიპუტი.

შეაჯამეთ თქვენი შედეგი და ნახეთ შეფასებები:

0-2 სწორი პასუხი: თქვენს ქართულის მასწავლებელს არ გაუმხილოთ თქვენი შედეგი, დაინდეთ!

3-4 სწორი პასუხი: თუ ალალბედზე არ გაარტყით სწორი პასუხები, მაშინ კიდევ არა უშავს.

5-6 სწორი პასუხი: კარგი შედეგია, თუმცა რაღაცები დაგვიწყებიათ.

7-8 სწორი პასუხი: შესანიშნავია! როგორც ჩანს, კითხვა გიყვართ და სკოლაშიც კარგად სწავლობდით.

9-10 სწორი პასუხი: შეგვიძლია მოგილოცოთ – თქვენ ქართული ლიტერატურის ნამდვილი ექსპერტი ბრძანდებით!

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close