მსოფლიოპოლიტიკა

ნეთანიაჰუს 12-წლიანი მმართველობის ხანა დასრულდა

ქნესეთმა ისრაელის ახალი მთავრობა დაამტკიცა, პრემიერ-მინისტრი მომდევნო 2 წლით ნაფტალი ბენეტი იქნება

ისრაელის ქნესეთმა (პარლამენტი) ქვეყნის ახალი მთავრობა დაამტკიცა. 

13 ივნისს გამართული კენჭისყრის შედეგების მიხედვით, ნაფტალი ბენეტის და იაირ ლაპიდის ე.წ. ცვლილებების მთავრობას 120 დეპუტატიდან 60-მა დაუჭირა მხარი, 59 კი წინააღმდეგი იყო.

ახალი მთავრობის დამტკიცების ბედი არაბული უმცირესობის პარტია „რაამის“ წევრმა, საიდ ალ-ჰარუმიმ გადაწვიტა, რომელმაც ხმის მიცემისგან თავი შეიკავა.

დასრულდა ბენიამინ ნეთანიაჰუს ხანა, რომელიც 12 წლის განმავლობაში იყო ისრაელის პრემიერ-მინისტრი. მას ნაფტალი ბენეტი შეცვლის, რომელიც ამ პოსტს, როტაციის პრინციპით, მომდევნო 2 წლის განმავლობაში დაიკავებს, შემდეგ კი მას, 2 წლით, იაირ ლაპიდი შეცვლის, რომელიც მანამდე ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი იქნება.

ნაფტალი ბენეტი. ფოტო: Reuters

ისრაელში ნეთანიაჰუს ოპოზიცია ახალი მთავრობის ფორმირებაზე შეთანხმდა

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close