საზოგადოება
გარდაცვლილი ექთნის, მეგი ბაქრაძის დედა, რომელიც იტალიაში სამუშაოდ იმყოფებოდა, საქართველოში დაბრუნდა
ახალციხეში, „ასტაზენეკას“ ვაქცინის მიღების შემდეგ გარდაცვლილი ექთნის, მეგი ბაქრაძის დედა ემიგრაციიდან საქართველოში 20 მარტს გვიან საღამოს დაბრუნდა.
მან თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ჟურნალისტებთან მხოლოდ ის თქვა, რომ არაფერი იცის მომხდარის შესახებ და რომ მის შვილს საკეისრო კვეთა ჰქონდა გაკეთებული და ალერგიული არ იყო.
შეგახსენებთ, 27 წლის მედდა ახალციხის კლინიკა „იმედში“ 18 მარტს აცრეს, ის რამდენიმე წუთში კომაში ჩავარდა. პაციენტი 19 მარტს თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გარდაიცვალა. გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით გამოძიება შსს-მ დაიწყო.
mtavari.tv
კომენტარები