მსოფლიოსაზოგადოება

მსოფლიოში „ტყუპების ბუმია“

მასშტაბურმა კვლევამ აჩვენა, რომ ბოლო 40 წლის განმავლობაში მსოფლიოში ტყუპების დაბადების ტემპი 30%-ით გაიზარდა. ამის შესახებ techcult-ი წერს.

გამოცემის ცნობით, კვლევაში 165 ქვეყანა მონაწილეობდა. კვლევის შედეგები 2010-2015 წლების მაჩვენებლებს ეყრდნობა. 1980 წლის მონაცემებთან შედარებით, ამ წლებში 1/3-ით მეტი ტყუპი დაიბადა. კერძოდ, ყოველ დაბადებულ 42 ბავშვზე ერთი ტყუპი მოდის.

„ტყუპების ბუმი“ მკვლევრებმა თითქმის ყველა ქვეყანაში დააფიქსირეს. გამონაკლისია სამხრეთ ამერიკა, სადაც მოცემულ პერიოდში ტყუპების დაბადების კლების მაჩვენებელი დაფიქსირდა. ამასთან, ტყუპის დაბადების წილმა აზიასა და აფრიკაში 80% შეადგინა.

კვლევის ერთ-ერთი ხელმძღვანელის, კრისტიან მონდენის თქმით, აფრიკაში ტყუპების დაბადების მაჩვენებლის ზრდა განსხვავებულ გენეტიკას უკავშირდება. ამ რეგიონში უფრო მეტი დიზიგოტური (არაინდეტური) ტყუპი დაიბადა.

თავის მხრივ, კრისტიან მონდენის კოლეგა, ჟილ პიზონი გამოთქვამს ჰიპოთეზას, რომ ყველაზე მეტი ტყუპი მომავალში იმ ქვეყნებში დაიბადება, სადაც ცხოვრების მაღალი დონეა.

imedinews.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close