fbpx
ჰოროსკოპი

კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის, 22-28 მარტი

22-იდან 27 მარტის ჩათვლით მზარდი მთვარის პერიოდია. ახლა შესანიშნავი დროა ნებისმიერი სახის წამოწყებისთვის, განსაკუთრებით – რაც დაკავშირებულია შემოქმედებით საქმიანობასა და შემოსავლის ახალი წყაროების ძიებასთან.

28 მარტს სავსე მთვარეა. ხალხმრავალ ადგილებში საჭიროა დიდი ყურადღება და სიფრთხილე. თავი შეიკავეთ სერიოზული ფიზიკური და ემოციური დატვირთვისგან.

 

ვერძი

ამ კვირაში ვერძის ყურადღების ცენტრში იქნება ურთიერთობა კოლეგებთან, ხელმძღვანელობასთან და მასზე წოდებით თუ ასაკით უფროს ნებისმიერ ადამიანთან. სასურველია უარი თქვათ ინიციატივებზე იმ საკითხებში, რომლებიც თქვენი კომპეტენციის სფეროში არ შედის. ეს ეხება როგორც სამსახურს, ისე პირად ცხოვრებას. ცოტა ხნით გარეშე დამკვირვებლის ფუნქცია მოირგეთ. კვირის მეორე ნახევარში შესაძლოა ახალი წყაროები გამოჩნდეს ფინანსური მდგომარეობის გამოსასწორებლად. შაბათ-კვირა ოჯახურ გარემოში გაატარეთ.

სასიკეთო დღეები: 24, 28.

არასასიკეთო დღე: 26.

 

კურო

ვარსკვლავები კუროებს ურჩევენ, რომ ამ კვირაში ყურადღება მიაქციონ საკუთარ ჯანმრთელობას. გამორიცხეთ ფიზიკური დატვირთვა, შორს იყავით ყველაფრისგან, რაც სულიერ კომფორტს გირღვევთ. ცხოვრების ჩვეულებრივი წესიდან მცირედი გადახრაც კი უარყოფითად აისახება თქვენს კეთილდღეობაზე. ყველა წამოწყებაში ფსიქოლოგიურ დახმარებას ახლობლები გაგიწევენ. ეს პერიოდი შესაფერისი დროა დასრულებული საქმეების გასაანალიზებლად და ახლის დასაგეგმად.

სასიკეთო დღეები: 26, 28.

არასასიკეთო დღე: 24.

 

ტყუპი

ტყუპის ნიშნის ქვეშ დაბადებულთათვის ამ კვირის მთავარი მოვლენები სამსახურში განვითარდება. მოქმედების სრული თავისუფლება გეძლევათ ყველაფერში, რასაც კი ხელს მოჰკიდებთ. ყველაფერი, რასაც მოისურვებთ, მოთხოვნისთანავე შესრულდება. შეეცადეთ ეს „საჩუქარი“ გონივრულად გამოიყენოთ. ძალიან ბევრს ნუ მოისურვებთ და გარშემომყოფების ინტერესებიც გაითვალისწინეთ. სასარგებლოა ფიზიკური ვარჯიშები, სუფთა ჰაერზე სეირნობა.

სასიკეთო დღეები: 24, 26.

არასასიკეთო დღე: 27.

 

კირჩხიბი

მნიშვნელოვანი ცვლილებები მოსალოდნელი არ არის, მაგრამ ის, რაც ამ დღეებში მოხდება, დაგაფიქრებთ. მიზეზი საყვარელი ადამიანის მოულოდნელი აღიარება ან უმცროსი თაობის წარმომადგენლის ქმედება იქნება. ამ პერიოდის განმავლობაში კარგია იფიქროთ სამომავლო გეგმებზე. ოპტიმისტი ხართ და ვარსკვლავები ყველაფერში გეხმარებიან.

სასიკეთო დღეები: 25, 28.

არასასიკეთო დღე: 22.

 

ლომი

ყველა გაგებით შემოქმედებითი პერიოდია მოსალოდნელი. ფაქტობრივად, ჩაეფლობით ახლობლების, თაყვანისმცემლების, მეგობრების სიყვარულში. და ეს ყველაფერი დაგეხმარებათ, წარმატებით გაუმკლავდეთ რთულ ამოცანებს, რომელთა გადაჭრაც სამსახურში მოგიწევთ. შეეცადეთ, დაასრულოთ ყველა ძველი დაუმთავრებელი საქმე. ახალგაზრდა ქალებს ვარსკვლავები რომანტიკულ ნაცნობობას ჰპირდებიან.

სასიკეთო დღეები: 26, 27.

არასასიკეთო დღე: 23.

 

ქალწული

ბევრი ენერგია გექნებათ და აუცილებლად დანიშნულებისამებრ უნდა გამოიყენოთ, რათა თავი საუკეთესო ფორმაში იგრძნოთ. კარგი იქნება ოჯახური საკითხების მოგვარებით დაკავდეთ, რომლებიც ადრე უკეთეს დრომდე გადადეთ. ეს პერიოდი მოულოდნელი შეხვედრებისა და ნაცნობობის კვირაა. მარტოხელა ქალბატონებს კარგი შანსი აქვთ, გადაწყვეტილება მიიღონ და საბედოს უარი არ უთხრან.

სასიკეთო დღეები: 24, 25.

არასასიკეთო დღე: 27.

 

სასწორი

შეეცადეთ იცხოვროთ აქ და ახლა. ამ კვირისთვის არაფერი არ დაგეგმოთ, რადგან გეგმები შეიძლება ხშირად შეიცვალოს, თქვენგან დამოუკიდებლად. შესაძლოა მოგზაურობა მოგიწიოთ როგორც პირადი, ისე საქმიანი საკითხების მოსაგვარებლად. გამორიცხული არ არის ძველი ურთიერთობების განახლება ან ახალი რომანის დაწყება. უბრალოდ, დასვენება არ დაგავიწყდეთ! გაანებივრეთ საკუთარი თავი სპა-პროცედურებითა და ახალი ვარცხნილობით.

სასიკეთო დღეები: 25, 27.

არასასიკეთო დღე: 23.

 

მორიელი

ცხოვრების ყველა სფეროში წარმატება ახლა დიდწილად თქვენს აქტიურობაზეა დამოკიდებული, ამიტომ იმოქმედეთ! ნუ შეგეშინდებათ შეცდომების დაშვებისა. თქვენი ამჟამინდელი საქმიანობა ხანგრძლივი და ბედნიერი ცხოვრებისთვის კარგ საფუძველს გიმზადებთ. მშვენიერი დროა, რომ საკუთარი თავი წარმოაჩინოთ როგორც სამსახურში, ისე სიყვარულში. ნუ მორცხვობთ და გერიდებათ თქვენს გრძნობებზე საუბარი!

სასიკეთო დღეები: 26, 28.

არასასიკეთო დღე: 24.

 

მშვილდოსანი

გრანდიოზულ სამუშაო გეგმებს ნუ შეადგენთ. დაიცავით დისტანცია საყვარელ ადამიანებთან და მეგობრებთან ურთიერთობაში. უმჯობესია ამ პერიოდში იზრუნოთ საკუთარ თავზე, თქვენს ფიზიკურ და ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე. თუ მარტოხელა ხართ, დიდი შანსია ამ კვირაში საოცნებო პიროვნებას შეხვდეთ. შაბათ-კვირა წყნარად, მშვიდ გარემოში გაატარეთ.

სასიკეთო დღეები: 24, 27.

არასასიკეთო დღე: 23.

 

თხის რქა

ამ კვირის დევიზია: რისკი – კეთილშობილური საქმეა! იღბალი თქვენს მხარესაა. წარმატების დიდი შანსი გექნებათ ყველაფერში, რასაც ჩაიფიქრებთ. მოსალოდნელია მნიშვნელოვანი ცვლილებები, რომლებიც დაკავშირებულია ფინანსებთან, სიყვარულსა და მეგობრობასთან. კარგი იქნება, გადახედოთ თქვენს ზოგიერთ შეხედულებასა და ღირებულებას. სიზმრები, რომლებსაც ამ პერიოდში ნახავთ, შეიძლება წინასწარმეტყველური აღმოჩნდეს.

სასიკეთო დღეები: 24, 27.

არასასიკეთო დღე: 22.

 

მერწყული

ეს კვირა მერწყულებისთვის შფოთიანი და პრობლემური დროა. ეჭვები გაწუხებთ. თქვენთვის ამ პერიოდში სასწორის ერთ მხარეს კარიერა და სოციალური წარმატება იქნება, ხოლო მეორე მხარეს – სიყვარული და ოჯახის კეთილდღეობა. მოგიწევთ, უპირატესობა მიანიჭოთ რომელიმეს. გადაწყვეტილების მიღებისას თქვენს გულს უსმინეთ და მის ხმას დაეყრდენით. შესაძლოა საჩუქარი ან რაიმე ჯილდო მიიღოთ.

სასიკეთო დღეები: 25, 28.

არასასიკეთო დღე: 23.

 

თევზები

ახლა ყველაზე უფრო სერიოზული და პასუხისმგებლობით სავსე ხართ, ვიდრე ოდესმე. შეეცადეთ, ობიექტურად შეაფასოთ საკუთარი თავი, გარშემომყოფები და ყველაფერი, რაც თქვენ ირგვლივ ხდება. კარგი პერიოდია წარმატებული საქმიანობისთვის, განსაკუთრებით პროფესიულ და ფინანსურ სფეროებში. ამისთვის ყველა საკითხში თქვენ უნდა იყოთ მმართველი, მხოლოდ საკუთარ თავს უნდა დაეყრდნოთ. ექსტრემალურ პირობებში დახმარებისთვის ახლობელ ადამიანებს მიმართეთ.

სასიკეთო დღეები: 27, 28.

არასასიკეთო დღე: 22.

თამთა გურული

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close