მსოფლიოnews

კუბაზე მეტეორიტი ჩამოვარდა და აფეთქდა

სეისმოლოგებმა კუბის აღმოსავლეთ ნაწილში მეტეორიტის ჩამოვარდნა დააფიქსირეს. კოსმოსური ობიექტი კუბის პროვინციაში, ქალაქ მოასთან ჩამოვარდა. ამის შესახებ გამოცემა Cubadebate წერს.

გამოცემის ცნობით, თვითმხილველებმა დაინახეს თეთრი და წითელი შუქი, რასაც ორი აფეთქება მოჰყვა. „გადამცემების მონაცემებით, აფეთქება მიწაზე მოხდა, რამაც დარტყმითი ტალღა გამოიწვია“, – განუცხადა ჟურნალისტებს კუბის ნაციონალური სეისმოლოგიური სამსახურის ხელმძღვანელმა ენრიკე არანგო არიასმა.

ამ დროისთვის ნგრევისა და მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

imedinews.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close