საზოგადოებასაქართველო

ისრაელის 2 მოქალაქე გუდაურთან სრიალისას ზვავის ქვეშ მოყვა, ერთი მათგანი დაიღუპა

გუდაურთან, გაუკვალავ თოვლში სრიალისას ისრაელის ორი მოქალაქე მცირე ზომის ზვავის ქვეშ მოყვა. ერთმა მათგანმა გამოსვლა მოახერხა და დახმარებისთვის „112“-ზე დარეკა.

ზარის შესვლის შემდეგ შემთხვევის ადგილზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ყაზბეგის სწრაფი რეაგირების სამმართველოს მაშველები მივიდნენ. მათ მცირე ზომის ზვავები ნახეს და კინოლოგებთან ერთად საძიებო სამუშაოები დაიწყეს. სამაშველო ოპერაციაში სამთო კურორტების განვითარების კომპანიის მაშველებიც ჩაერთვნენ.

საძიებო სამუშაოების შედეგად მაშველებმა თოვლქვეშ მოქალაქის ცხედარი იპოვეს. გაირკვა, რომ იგი გაუკვალავ თოვლში სათანადო ეკიპირების გარეშე სრიალებდა.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close