რჩევებიჰოროსკოპი

ხვალ ბუნიობაა – ასტროლოგის რჩევები და მარტივი რიტუალები

20 მარტს გაზაფხულის ბუნიობაა (დღეღამტოლობა). ამ დღეს მზე 13:40 სთ-ზე ვერძის ზოდიაქოს ნიშანში გადაინაცვლებს. აღინიშნება კოსმიური ახალი ციკლის დასაწყისი,  ახალი წელი, ასტროლოგიის საერთაშორისო დღე, ბედნიერების დღე.

მომდევნო ერთი თვე სასიკეთოა: ვერძის, ლომის, მშვილდოსნის, ასევე, ტყუპებისა და მერწყულის ნიშნის წარმომადგენლებისთვის,

შედარებით მეტი თავშეკავება მართებს სასწორებს. 

ჩვეული ტემპით გაგრძელდება ცხოვრება: კუროს, ქალწულისა და თხის რქის ნიშნის წარმომადგენლებისთვის.

შედარებით რთული შესაძლოა იყოს: კირჩხიბის, მორიელისა და თევზების ნიშნის წარმომადგენლებისთვის, თქვენთვის შემდეგი პერიოდი უფრო ხელსაყრელია.

ამ დღეს ბევრ ქვეყანაში ზეიმობენ, მითოლოგიაც გაჯერებულია მრავალი საინტერესო ამბითა და პერსონაჟით.

აღმოსავლურ ქვეყნებში ზეიმობენ ნოვრუზობას (სპარსულიდან – ახალი დღე). ასევე, ჯეჯილითა და კვერცხებით აღნიშნავენ ამ დღესასწაულს.

ანგლოსაქსონურ ტრადიციებში ოსტარას დღეს ზეიმობენ, რომელიც განთიადის, გაზაფხულის ქალღმერთად ითვლება. მისი საყვარელი ცხოველია კურდღელი, ხოლო სიმბოლო – კვერცხი.

ძალიან წააგავს ამ დღესასწაულის ტრადიციები, ჩვენთვის ნაცნობ აღდგომის დღესასწაულს, რომელსაც ქრისტიანული (მართლმადიდებელი) სამყმარო წელს 2 მაისს ზეიმობს.

მარტივი რიტუალები და რჩევები:

1 – გაანულეთ წარსულის ყველა ნეგატიური პროგრამა, დაიწყეთ ახალი ცხოვრება, გარისკეთ, იაქტიურეთ, ეს არის გაზაფხულის, სიცოცხლის, ცეცხლის ენერგიის პირველი იმპულსი, როგორც ჩაივლის თქვენი დღე, ისეთივე იქნება მთელი წელი.

2 – გამოაცხვეთ ბლინები, შეიქმენით საზეიმო განწყობა, გააწყვეთ სუფრა ხილით, ტკბილეულით, დაანთეთ სანთლები. გაუმასპინძლდით მეგობრებსა და მეზობლებს.

3 – ჩამოწერეთ თქვენი სურვილები გეგმებად და იზრუნეთ მათ განხორციელებაზე.

4 – თუ გსურთ გაიგოთ, როგორ გააუმჯობესოთ თქვენი ბიზნესი და შემოსავლები, ღამით ბალიშის ქვეშ მოათავსეთ მონეტა ან კუპიურა. სიზმარში აუცილებლად მიიღებთ მინიშნებას.

5 – თუ მეწყვილე არ გყავთ, ბალიშის ქვეშ ნიშნობის ბეჭედი ან ბანქო (რომელიმე ფერის მეფე ან ვალეტი) უნდა მოათავსოთ, სიზმრად ნახავთ მინიშნებას, თუ უსიამოვნო სიზმარს ნახავთ, დილით მიიღეთ შხაპი და თქვენი სიზმარი წყალს გააყოლეთ.

6 – ჩაიცვით ახალი სამოსი ან ფეხსაცმელი, მოათავსეთ (ფეხსაცმელში ან სამოსის ჯიბეში) ფურცელი, წარწერით: „წარმატება“ ან „იღბალი“ ან „ჯანმრთელობა“ და ა.შ.

იყავით თამამი და გაბედული, ხმამაღლა განუცხადეთ სამყაროს თქვენი სურვილები და იყავით ბედნიერი!

report.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close