მედიცინა

„ამ პრეპარატმა 24 საათში ვირუსი დაშალა… შეიძლება არც ვაქცინა დაგვჭირდეს და არც პირბადე“ – ქართველი „ექიმი-ჰაუსი“, გიორგი ღოღობერიძე (ვიდეო)

მოლნუპირავირი რამდენიმე თვეა რაც გამოჩნდა კვლევის ბაზარზე და დიდ იმედს აჩენს, რომ სწორედ ამ მედიკამენტმა, საბოლოო ჯამში, შესაძლოა კოვიდპანდემია დაასრულოს.

ამ ფაქტს სოციალურ ქსელში 26 წლის ექიმი-რეზიდენტი ონოკოლოგიის მიმართულებით, „ქართველი ექიმი-ჰაუსის“ სახელით ცნობილი გიორგი ღოღობერიძე გამოეხმაურა, რომლის ვიდეომიმართვებს  ასიათასობით ნახვა და გაზიარება აქვს.

როგორც ექიმი ვიდეომიმართვაში აღნიშნავს, „დეკემბერში დადასტურდა, რომ მოლნუპირავირი ძალიან ეფექტური იყო ცხოველების შემთხვევაში. ნახეს, რომ ამ მედიკამენტმა, ფაქტობრივად, 24 საათში ვირუსი დაშალა, გაანადგურა… თუ ეს წამალი კვლევის მეორე და მესამე ფაზებს გაივლის წარმატებით, იცით, რა მოხდება? თუ დაავადდებიან, პაციენტები კოვიდს აღარ გადასდებენ ერთმანეთს. დალევ ამ წამალს და 24 საათში შენ უკვე აღარავის გადადებ. ან დალევ და დაავადება აღარ გადაგივა მძიმე და კრიტიკულ ფორმაში, კოვიდით არავინ მოკვდება, არც თვითიზოლაცია იქნება საჭირო, კერებსაც ამ წამლით ჩააქრობ.

ჯერჯერობით ეს მედიკამენტი არაა ხელმისაწვდომი, რადგან ის გადის კვლევებს, როცა დასრულდება კვლევები, ჩვენ შეგვეძლება თქმა, ეს ნამდვილად ის წამალია, რომელსაც შეუძლია კოვიდი დაასრულოს, თუ  მოგიწევს ძიება სხვა წამლებისა…

ძალიან არ მინდა, რომ ამ წამალმაც გაიზიაროს რემდესივირის ბედი, რისი იმედიც ჩვენ გვქონდა და არ აღმოჩნდა ეფექტური.

მაგრამ ამ წამალს მართლა მაგარი პოტენციალი აქვს, რომ გაამართლოს“.

ჯორჯიის შტატის უნივერსიტეტის ბიოსამედიცინო მეცნიერებების ინსტიტუტის მკვლევართა ჯგუფმა დაადგინა, რომ პრეპარატი MK-4482/EIDD-2801 ანუ მოლნუპირავირი მკურნალობის დაწყებიდან 24 საათში მთლიანად ბლოკავს კორონავირუს SARS-CoV-2-ის გადაცემას ანუ ინფიცირებული ადამიანი, ფაქტობრივად, უსაფრთხო ხდება ინფექციის გავრცელების თვალსაზრისით.

ჯგუფის ხელმძღვანელის, პროფესორ რიჩარდ პლემპერის თქმით, მოლნუპირავირი პერორალურად მიიღება, აქედან გამომდინარე, მკურნალობის დაწყება ადრეულ სტადიაზე შეიძლება, რაც პოტენციურად 3-მაგ ეფექტს იძლევა:

  1. COVID-19 არ განვითარდება მძიმე ფორმად;
  2. შემცირდება დაავადების ხანგრძლივობა;
  3. შემცირდება დაავადებულის მიერ გარშემომყოფების ინფიცირების რისკი.

სპეციალისტთა თქმით,  ვიდრე ვაქცინა ყველასთვის ხელმისაწვდომი გახდება, MK-4482/EIDD-2801-ს პირველხარისხოვანი მნიშვნელობა ენიჭება COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში, რადგან ვირუსის გადაცემას დაბლოკავს და პანდემიის გავრცელებას მნიშვნელოვნად შეამცირებს.

ამ დროისთვის კვლევა მე-2 ფაზაშია, მკვლევარები აპირებენ შესაბამის ორგანოს მიმართონ ნებართვის მისაღებად, რათა პრეპარატის ადამიანებზე გამოცდა დაიწყონ.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close