fbpx
საზოგადოებასაქართველო

თურმე აშენებულა! – ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი წელს პირველ სტუდენტებს მიიღებს (ვიდეო)

ბევრს დაუჯერებლად მიაჩნდა, რომ იქ, სადაც ცოტა ხნის წინ ბაყაყები ყიყინებდნენ, 153 ჰექტარ ტყის მასივში, ულტრათანამედროვე საუნივერსიტეტო ქალაქი გაშენდებიდა და ქუთაისიც საგანმანათლებლო ცენტრის ისტორიულ სახელს დაიბრუნებდა.

ასჯერ გაგონილს ერთხელ ნანახი სჯობიაო…

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში (KIU) პირველ ეტაპზე ბაკალავრიატის სამ აკადემიურ პროგრამაზე იქნება სწავლა შესაძლებელი, ესენია: მენეჯმენტი, მათემატიკა და კომპიუტერული მეცნიერება.

სტუდენტებს ლექციებსა და სემინარებს, ქართველ პროფესორებთან ერთად, ჩაუტარებენ პროფესორები მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტიდან (TUM) და უცხოეთის სხვა საერთაშორისო უნივერსიტეტებიდან.

თა­ვი­სი მას­შტა­ბუ­რო­ბით KIU ერთ-ერთი უდი­დე­სი და გა­მორ­ჩე­უ­ლი საგანმანათლებლო ქა­ლა­ქი იქნება რეგიონში, რომ­ლის ანა­ლო­გიც აქამ­დე არ ჰქო­ნია არც სა­ქარ­თვე­ლოს და არც სამ­ხრეთ კავ­კა­სი­ას.

სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი­სათ­ვის სწავ­ლის გა­და­სა­ხა­დი ქუთაისის საერთშორისო უნივერსიტეტში 2250 ლარია. ეს არის თან­ხა, რო­მელ­საც ფა­რავს 100-პრო­ცენ­ტი­ა­ნი სა­ხელ­მწი­ფო სას­წავ­ლო გრან­ტი. მოგეხსენებათ, გრანტის მო­პო­ვე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლია ერ­თი­ა­ნი ეროვ­ნულ გა­მოც­დე­ბის შე­დე­გე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე.

მანანა ბანძელაძე

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close