საიმიგრაციო კანონმდებლობის სიახლეები

საბერძნეთის მთავრობის გადაწყვეტილება ბინდარობის უფლების (ადია დიამონი) გადავადების თაობაზე!

ძალიან სასიხარულო ამბავი!

მეგობრებო,

როგორც იცით, შექმნილი მდგომარეობის გამო ათიათასობით ადამიანი იყო ბინადრობის უფლების (ადია დიამონების) გაფუჭების საშიშროების წინაშე, რადგან წინა კვირებში მიღებული გადაწყვეტილებები არ იყო საკმარისი მათი საბუთების გადავადების და კანონიერების ფარგლებში დასაბრუნებლად.

გუშინ, 2020 წლის 4 მაისს, საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნდა N. 14119/2020 გადაწყვეტილება, რომელიც არის უმნიშვნელოვანესი და ამ გადაწყვეტილებით გამოსწორდა ის უზარმაზარი უსამართლობა, რომელზეც რამდენიმე კვირის წინ ვწერდი.

უფრო კონკრეტულად:

1. ყველა ის ბინადრობის უფლება, რომელსაც ვადა გაუვიდა 2019 წლის 1-ლი დეკემბრიდან 2020 წლის 11 მარტის ჩათვლით და შესაძლებელი იყო მათი გადავადება, და ასევე ის ბინადრობის უფლებები, რომლებსაც ვადა გაუვიდათ ან გასდით 2020 წლის 12 მარტიდან 2020 წლის 30 ივნისის ჩათვლით, შესაძლებელია მათი გადავადება 2020 წლის 31 დეკემბრამდე.

2. ყველა ის ჩაბარების მოწმობა (ვევეოსი) ან სპეციალური მოწმობა (იდიკი ვევეოსი), რომლებსაც ვადა გაუვიდათ 2020 წლის 11 მარტის ჩათვლით და შესაძლებელი იყო მათი გადავადება, და ასევე ის ვევეოსები ან იდიკი ვევეოსები, რომლებსაც ვადა გაუვიდათ ან გასდით 2020 წლის 12 მარტიდან 2020 წლის 30 ივნისის ჩათვლით, შესაძლებელია მათი გადავადება 2020 წლის 31 დეკემბრამდე.

3. ზემო აღნიშნული პერიოდის განმავლობაში, გადავადებაზე განცხადების შეტანამდე, აღნიშნული ბინადრობის უფლებები ითვლება ავტომატურ რეჟიმში გადავადებულად ისე, რომ ამისათვის რაიმე დამატებითი საბუთის გაკეთება აღარ არის საჭირო.

როდესაც მოხდება გადავადება, გადავადებული საბუთის ვადის ათვლა დაიწყება წინას ვადის გასვლიდან იმ დროით, რა დროითაც ჩვეულებრივ იქნებოდა შესაძლებელი მისი გადავადება.

4. ისინი, ვისაც მათი ვიზის საფუძველზე 2020 წლის 12 მარტიდან ამავე წლის 15 მაისის ჩათვლით უნდა ჩაებარებინათ მოთხოვნა ბინადრობის უფლების მინიჭებაზე, შეუძლიათ შეიტანონ აღნიშნული განცხადება არაუგვიანეს 2020 წლის 30 სექტემბრამდე.

5. აღნიშნული გადაწყვეტილების გამოქვეყნებიდან (2020 წლის 4 მაისიდან), წინა N. 12889/2020 გადაწყვეტილება, ითვლება გაუქმებულად.

პაატა სიმსივე, ადვოკატი

ფეისბუქის გვერდი: https://www.facebook.com/simsive.paata/posts/556111578618869

 

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close